პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი კომენტარს აკეთებს ქოლ-ცენტრების საქმესთან დაკავშირებით, BBC-ს ჟურნალისტური გამოძიების სკანდალურ შედეგებზე, რომელიც გამოქვეყნდა უცხოურ მედიაში, სადაც საუბარია თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის შესახებაც:
,,არაფერი უცხო ამ ადამიანისთვის არ არის, ვინაიდან მას არანაირი რესურსი არ გააჩნდა. [კეზერაშვილი] სწორედ ომის შემდეგ გახდა ერთ-ერთი მდიდარი ადამიანი მსოფლიოში, რომელიც მართავს პოლიტიკურ პროცესებს საქართველოში და არა მარტო პოლიტიკურ პროცესებს.
ექსტრადირების საკითხთან დაკავშირებით იყო ოფიციალური მიმართვა. ეს ეხებოდა ჯარის ძარცვის თემას კეზერაშვილის მიერ, რაც უკვე დადასტურებული ფაქტია სასამართლოში.
რა პოლიტიკური სარჩულიც არ უნდა დაუდონ, რასაკვირველია, ამ ფაქტებს გააჩნია საკმაოდ მყარი საფუძველი წინასწარი გამოძიების მიერ დადგენილი“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ

