პარასკევი, მაისი 3, 2024

“სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ყველა მოსამართლეს!” – ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძეს და მოსამართლეებს შეხვდა, რომლებსაც აშშ-ის მთავრობამ სანქციები დაუწესა. ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტებთან გაკეთებულ კომენტარში აცხადებს, რომ ყველა მოსამართლე მოიხსენიებული უნდა იყოს დიდი პატივისცემით, რადგან ისინი არიან მაღალკვალიფიური პროფესიონალები:

,,მე, როგორც მთავრობის მეთაური და მმართველი პარტიის წარმომადგენელი, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ყველა მოსამართლეს! სასამართლო ჩვენი მმართველობის დროს გახდა დამოუკიდებელი, თავისუფალი ყოველგვარი ჩარევებისგან.

მე ვამაყობ ჩვენი სასამართლოთი, ყველა მოსამართლით. ისინი არიან ძალიან მაღალკვალიფიციური პროფესიონალები, რომლებიც ემსახურებიან ჩვენს ქვეყანას. თქვენ ყველა მოსამართლე უნდა მოიხსენიოთ და მიმართოთ დიდი პატივისცემით. ამას მოვითხოვ მე, როგორც პრემიერ-მინისტრი.

მართლმსაჯულების ინდექსის მიხედვით, მათ შორის, კორუფციის საქმის რეიტინგებში, ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის 11 და NATO-ს 13 წევრ ქვეყანას უსწრებს. სასამართლოს მიმართ ნდობა, ჩვენი მოქალაქეების მხრიდან, არის ისტორიულ მაქსიმუმზე.

მე, როგორც მთავრობის მეთაური, გავაკეთებ მაქსიმუმს, რომ სასამართლო იყოს დაცული ნებისმიერი ჩარევისგან, როგორც მთავრობის თუ მთვარობის წევრების, ასევე საშინაო თუ საგარეო ჩარევებისგან“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული