spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"დიახ, მტერია პ-რეზიდენტი საქართველოსი, ჩვენი ოჯახების და ჩვენი...

“დიახ, მტერია პ-რეზიდენტი საქართველოსი, ჩვენი ოჯახების და ჩვენი შვილების!” – ხათუნა ხოფერია

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ, 9 აპრილთან დაკავშირებით ორგანიზებულ შეხვედრას, მწვავე შეფასებებით ეხმაურება საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია:

მარაზმი თუ ქვეყნის მტრობა?!

რა ღონისძიება ჩაატარა პ-რეზიდენტმა?…

რა იყო ეს?!…

სცენაზე არ იყო 9 აპრილს დარუპული ეროვნული გმირების სურათები…
არც მათი სახელები და გვარები…

არა და, 9 აპრილი ამ ზვარაკად შეწირული 21 ქართველის დღეა! დიახ, ეს არ არის ეროვნული მოძრაობის გამარჯვების დღე! გამარჯვება ამ გმირების სისხლით მოვიდა მერე… მერე… როდესაც ისინი აღარ იყვნენ. ეს არც დამოუკიდებლობის მოპოვების დღეა… დამოუკიდებლობაც მერე მოვიდა… მათი ლამაზი სიცოცხლის ფასად…

9 აპრილი ჩვენი გმირების, ჩვენი სიამაყის, ჩვენი 21 ქართველის ხსოვნის დღეა!!!

ჰოდა, რა გააკეთა დღეს სალომე ზურაბიშვილმა?… რა და, ჩვენ ნაცვლად სამშობლოს თავისუფლებას შეწირულების სახელები ამოშანთა 9 აპრილის გლოვის დღიდან…

და იცით, კიდევ რა გააკეთა ამ ძონძმა?! 9 აპრილის ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის, სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში სიკვდილის დღე შეადარა… ჭინკების მიტინგს… ამ წმინდა დღეს გაუთანასწორა სისხლიანი ნაცმოძრაობისა და ამერიკული სპეცსამსახურების მიერ მოწყობილი პროვოკაცია, რომელზეც ქართველ პოლიციელებს ცოცხლად დაწვას და ხელისუფლებას დამხობას უპირებდნენ!!!

საქართველოს მოღალატე, უცხოური სპეცსამსახურების აგენტმა სალომე ზურაბიშვილმა ღირსების მედალი გადასცა ვიღაც მომიტინგე ქალს, რომელიც ევროკავშირის დროშას აფრიალებდა მაშინ, როდესაც მისი თანამომიტინგე, საქართველოს დროშას, პოლიციელებს უგდებდა ფეხებთან!!!

არ ვიცი, როგორ უნდა აპატიოს საქართველომ ასეთი მასხრად აგდება ამ ქალს?!… ნამდვილად არ ვიცი…

დანარჩენი, ვინ იყო და რატომ იყო იმ დარბაზში, მომავლის თემაა და ამაზე “ქართულმა ოცნებამ” იფიქროს… მე და ჩემ მეგობრებს რომ ვერ გაგვეკარებიან სიახლოვეს, ეგ გუშინაც დავწერე!

ახლა კი, რაც შეეხება რა იყო ის, რაც დღეს ვიხილეთ?…

მე ვფირობ, რომ მარაზმი იყო შეკრებაში მონაწილეთა კონტიგენტი… დაწყებული ნაცსაცოდაობა წითლიძით და დამთავრებული მანანა არჩვაძით… (ერეკლეს და მისი ხმლის ვარიანტია ნამდვილად).

დანარჩენი, პრეზიდენტის გამოსვლა, პოლიტიკური აქცენტები, ვიტაც მომიტინგის დაჯილდოება და ამ მომიტინგის მუქარაშერეული ტონი – აბა, ვნახოთ აწი როგორ მოიქცევიო და 9 აპრილს დიდება უკრაინის ძახილი, და სალომეს წუხილი, რომ უწევს ევროინტეგრაციისთვის ბრძოლა…(ვის ებრძვის, ხომ არ იცით?!… ვიინმემ, სადმე გადაურბინა?… რავა დონ კიხოტივით ქარის წისქვილებს დაერია “გმირი”… – დიახ, ეს იყო საქართველოს სახელმწიფოს მტრობა!!!

დიახ, მტერია პ-რეზიდენტი საქართველოსი, ჩვენი ოჯახების და ჩვენი შვილების!… სამწუხაროდ…“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ხათუნა ხოფერია.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ავტორიტარიზმი ესეცაა – განუსაზღვრელი მოლოდინის ქვეშ სტრესული ცხოვრება, როდესაც მუდმივად “ჩემოდნებზე” ზიხარ!” – იაგო...

მამუკა მდინარაძესთან მიმართებით მორიგ სამთავრობო საკადრო გადაწყვეტილებას კონკრეტული განმარტება-მინიშნებებით...

“რეჟიმებისთვის ძალაუფლების წყარო არის არა ხალხი, არამედ გაუნათლებელი, საღ აზრსა და კრიტიკულ აზროვნებას მოკლებული...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე მძიმე შეფასებებს აკეთებს...

“ბოლოს იმდენს ნუ იზამთ – შემოდგომაზე, წველადობის ზრდის სახმინისტრის პოსტი გახდეს შემოსაღები…” – გოჩა...

მამუკა მდინარაძესთან მიმართებით მორიგ სამთავრობო საკადრო გადაწყვეტილებას (არა)რიტორიკული შეკითხვებით...

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...

“შეგრძნებების სიძლიერე იმდენად დიდია, რომ აზრები თავისით მოდის გონებაში და მე მხოლოდ გადმოვცემ” –...

ახალგაზრდა მწერალი, თიკა სურმანიძე სააგენტო ,,პარალელთან” ინტერვიუში საუბრობს მისი...

“ახლა დაგვძახიან, ილია არ იკითხოთ, მარტო სანთლები უნთეთ ბრმადო…” – ლაშა ბუღაძე

ილია ჭავჭავაძესთან დაკავშირებით კონკრეტულ ისტორიულ ფაქტებზე მიანიშნებს მწერალი, დრამატურგი...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“მათ აერთიანებთ ერთადერთი რამ – სიძულვილი, შიში, შური ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ” –...

ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი, დოდონა კიზირია ქვეყანაში შექმნილ რეალობას...