კვირა, მაისი 11, 2025
24.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"თუ ვინმე ფიქრობს, რომ რევოლუციური გზით და მთავრობის...

“თუ ვინმე ფიქრობს, რომ რევოლუციური გზით და მთავრობის დამხობით რაიმეს მიაღწევს ამ ქვეყანაში, ძალიან ცდება. ასეთ ქმედებებს ყოველთვის მოჰყვება მკაცრი რეაგირება” – კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან საუბრისას სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით კონკრეტული პოლიტიკოსების განცხადებებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ გარკვეული ოპოზიციური ძალები კანდიდატის სტატუსის თემას პოლიტიკური სპეკულაციებისთვის იყენებენ.

დედაქალაქის მერის თქმით, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში დაცულია, თუმცა კანონის გვერდის ავლით, ქვეყანაში არეულობის გამოწვევისკენ მიმართული ქმედებებზე სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება იქნება:

ეს ადამიანები არ მალავენ იმ ზრახვებს, რაც აქვთ – ქვეყანაში მოაწყონ დაპირისპირება, არეულობა. ერთ-ერთს ინტერვიუში წამოცდა და გააჟღერა იმ გეგმებთან დაკავშირებით, რაც აქვთ ჩაფიქრებული კანდიდატის სტატუსის არმოცემასთან დაკავშირებით. ასეთი რამ თქვა – აი, დეკემბერში, როდესაც სტატუსს არ მოგვცემენ, ეს ვითარება კიდევ უფრო გამწვავდება.

ვიცით, ჩვენ, ამ სტატუსს რისთვის იყენებენ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ბევრჯერ მითქვამს – ჩვენ ნამდვილად ვიმსახურებდით სტატუსის მიღებას. იმ ქვეყნებს შორის, ვისაც რეალურად ჰქონდა რაღაც გაკეთებული და წინგადადგმული ნაბიჯები, ეს იყო საქართველო. გულდასაწყვეტია, ის რომ მათ ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს.

მეორე მხრივ, საზოგადოებასაც ყველამ ძალიან კარგად უნდა იცოდეს, თუ რატომ იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული, ეს აქვთ თემად აწეული, რომ თუ სტატუსს არ მოგვცემენ დეკემბერში, უნდათ გამოიყენონ ქვეყანაში არეულობის მიზნით, დაპირისპირების მიზნით და ქვეყანაში ხელისუფლების შესაცვლელად.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რა თქმა უნდა, სიტყვის გამოხატვის თავისუფლება, შეკრების თავისუფლება, ამ ქვეყანაში დაცულია და ნებისმიერ, პარტიას, ნებისმიერ ადამიანს აქვს იმის შესაძლებლობა, თავისი მოსაზრებები გამოხატოს, დააფიქსიროს ამა თუ იმ ფორმით, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა იყოს კანონის ფარგლებში.

თუ ვინმე ფიქრობს, რომ რაღაც დაპირისპირებით, რაღაც რევოლუციური გზით, მთავრობის დამხობით რაიმეს მიაღწევს ამ ქვეყანაში, ძალიან ცდება. ასეთ ქმედებებს სახელმწიფოს შესაბამისი უწყებების მხრიდან, ყოველთვის მოჰყვება მკაცრი რეაგირება. ქვეყანაში შენარჩუნებული იქნება სიმშვიდე, მშვიდობა რომ მოხდეს ქვეყნის განვითარება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მივდივართ ვარაუდამდე, რომ აშშ იმედოვნებს ღია თუ ფარული ოპერაციებით საქართველოში ხელისუფლების შეცვლას…” – ზაალ...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ვარაუდს გამოთქვამს...

“მეგობარი აქტის” მიღება არის ძალიან მკაცრი გაფრთხილება ივანიშვილისთვის” – თინა ბოკუჩავა

“მეგობარი აქტის მიღება არის ძალიან მკაცრი გაფრთხილება ივანიშვილისთვის -...

“რატომ არის დღევანდელი დღე დიდებული” – ნინო ჯანგირაშვილი

აშშ-ს წარმომადგენლობითი პალატის (კონგრესის) მიერ "მეგობარი აქტის" დამტკიცებას 5-პუნქტიანი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 9-13 მაისის პერიოდისთვის

2 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი...

“ირაკლი კობახიძეს ვეტყოდი – ნუ იჭაჭები ტელევიზიის მიღმა, პოლიციელებს ზურგს უკან ამოფარებული და იმ...

,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით,...