კვირა, აპრილი 20, 2025
13.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიმიხეილ სააკაშვილი: "დღეს კვლავ გზაგასაყარზე ვიმყოფებით"

მიხეილ სააკაშვილი: “დღეს კვლავ გზაგასაყარზე ვიმყოფებით”

სოციალურ ქსელში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გზავნილები – პოლიტიკური შეფასებები გამოქვეყნდა:

ჩვენმა ხალხმა თავისუფლებისათვის ბრძოლის გზაზე დიდი მსხვერპლი გაიღო. ახლოვდება 9 აპრილი, ამ გზის ერთ-ერთი გამორჩეული დღე. მას შემდეგ არაერთი 9 აპრილი გამოვიარეთ, არაერთი გმირი შეეწირა მიზნის მიღწევას. დღეს კვლავ გზაგასაყარზე ვიმყოფებით.

ამერიკის მე-6 ფლოტმა ჩვენი ჯარის გმირული წინააღმდეგობის შემდეგ, 2008 წლის აგვისტოში გადაარჩინა დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფოებრიობა. რა თქმა უნდა, ამაში გადამწყვეტი წვლილი ლეხ კაჩინსკის, იუშჩენკოს და ბალტიის სამი ლიდერის ჩამოსვლამ შეიტანა.

დღეს ამ ქვეყნებს ოკუპანტებთან ერთად უნისონში საქართველოს მომჯდარი ორგანიზებული დანაშაულებრივი ბანდა ლანძღავს. მე ვამაყობ იმით, რომ ჩამოვიყვანე და ქართული ცეკვა ვაცეკვეთ ამერიკის პრეზიდენტს, რომ აქ ამერიკის ორი ვიცე-პრეზიდენტი და ორი მომავალი პრეზიდენტი გვყავდა. ყველამ ერთად გავიხსენოთ საქართველოს ეროვნული გმირი ჯონ მაკკეინი და მისი თავგადაკლული ნათქვამი, მისივე საპრეზიდენტო კამპანიის მთავარ გამოსვლაში, სადაც მთელ მსოფლიოს გააგონა – „დღეს ჩვენ ყველანი ქართველები ვართ“.

მე მილანძღავენ ჩემს ამერიკას, რომელმაც ათი ათასობით სხვა ქართველთან ერთად, წამიყვანა და უფასოდ მასწავლა. ყველა გონს უნდა მოვეგოთ და დავდგეთ ისტორიის სწორ მხარეს. ნუ ვაძლევთ საშუალებას აფურთხონ იმ ჯამში, საიდანაც მთელი ეს დრო წყალს ვსვამდით. ესენი უფსკრულში, უბედურებაში მიგვათრევენ და თითოეულის გადასაწყვეტია მივყვებით იქ, დავიღუპავთ ჩვენს თავსაც და ქვეყანასაც, თუ ვდგებით ერთად, ვქმნით წინააღმდეგობის მოძრაობას, დაფუძნებულს არა პარტიულ კუთვნილებაზე, ან წარსულის მოგონებებზე, არამედ ჩვენს ქართულ გენზე, თავისუფლების სიყვარულზე და თავისუფლებისაკენ დაუღალავ სწრაფვაზე.

სანქციების დაწესებით ამერიკამ მხარი დაუჭირა მარტში ჩვენს ბრძოლას. ამიტომ, თუ ბევრად მძლავრად გამოვალთ, მხარდაჭერაც ერთიათად გაძლიერდება.

ამერიკის შეერთებულ შტატებს უყვარს ერები, რომლებიც თვითონ იბრძვიან თავისუფლებისთვის, რის შემდეგაც ისინი მათ დახმარებას მოვალეობად თვლიან.

ვარდების რევოლუციის დროს, დასაწყისში, ისინი არ გვიჭერდნენ მხარს და მხოლოდ მაშინ, როცა დაინახეს, რომ უკან არ დავიხევდით, პრეზიდენტის ჩართულობით დაგვიჭირეს მხარი.

2008 წელს ფლოტი მხოლოდ მას შემდეგ გამოუშვეს, როცა დაინახეს ჩვენი ჯარის გმირობა, დაინახეს, რომ მე არ დავტოვე დედაქალაქი და პირიქით, დაჟინებით და გაუთავებელი ზარებით ვარწმუნებდი ბუშს დახმარების აუცილებლობაში. ახლაც ჩამესმის ვიცე-პრეზიდენტი ჩეინის ხმა, რომელიც ფლოტის ფლაგმანს ჩამოჰყვა: „შენ გემზე მართლა სასმელი წყალი ხომ არ გგონიაო?“ ეს ყველაფერი მოხდა მას შემდეგ, რაც მათ ქუჩაში გამოსული უამრავი ქართველი დაინახეს.

იგივე გამეორდა შარშან უკრაინაში. თუ ჩვენ აღვუდგებით კრემლის მცდელობას დაგვარწმუნოს, რომ ჩვენ ვართ მხოლოდ მეხინკლეების ერი და ვირწმუნებთ, რომ ჩვენ არ ვართ პატარა სოფელი, არამედ გვაქვს საამაყო წარსული და დიდი მომავალი და, რომ ჩვენ უახლოეს ისტორიულ მომავალში აფხაზეთი და ცხინვალი აუცილებლად უნდა დავიბრუნოთ.

ყველანი დავდგეთ ერთად, როგორც მაშინ, იმ 9 აპრილს, საქართველოს და საკუთარი თავისუფლების გადასარჩენად“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“როცა მთავრობა საკუთარ მოქალაქეებს ივიწყებს!” – შორენა ლობჟანიძე სკოლებში ჩინური ენის სწავლებაზე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ეთნიკურ-რელიგიური მიმართულების ხელმძღვანელი, შორენა ლობჟანიძე ეხმიანება მმართველი...

“თუ ვიზალიბერალიზაცია შეგვიჩერეს, პარიზს – პიტერი ჩაანაცვლებს, რომს – სოჭი და ა. შ.” –...

ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შემთხვევაში ალტერნატიულ არჩევანზე საუბრობს ლიდერ ქალთა კლუბის...

“რუსეთი საქართველოს ანექსიას გეგმავს – ამ გეგმას კრემლის პროპაგან*ონი, დუგინი აჟღერებს” – დავით ქაცარავა

,,ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ ლიდერი, დავით ქაცარავა მწვავე შეფასებას აკეთებს რუსი...

“მე ვამაყობ იმით რომ დავამარცხეთ კრიმინალი და გადავარჩინეთ უამრავი ადამიანის სიცოცხლე” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აფრაძიძეების, ვაზაგაშვილის და სხვათა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“სვანეთში რომ არ აღმოფხვრილიყო მკვლელობები, ძარცვა, გატაცებები და გაუპატიურებები, იქ ტურიზმი როგორ განვითარდებოდა?” –...

სვანეთთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს მიხეილ სააკაშვილი, შეკითხვებთის თანხლებით: "სვანეთში...

“მდიდარ ქოცს უვიზო მხოლოდ შოპინგი ჰგონია” – სერგო ჩიხლაძე

ევროკავრშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხთან დაკავშირებით მმართველი გუნდის განცხადებებს კონკრეტულ...