spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ლაზარე პოლიტიკურად მოტივირებულ პატიმრობაშია და არავითარი მნიშვნელობა არ...

“ლაზარე პოლიტიკურად მოტივირებულ პატიმრობაშია და არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რა ჩაიდინა თუ არ ჩაიდინა მან” – ნიკა გვარამია

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, პატიმრობაში მყოფი ნიკა გვარამიას გზავნილი ვრცელდება ფეისბუქის მის პირად გვერდზე, სადაც ემოციურ შეფასებებს აკეთებს 7-9 მარტის აქციების მონაწილე ახალგაზრდა, ლაზარე გრიგორიადისთან დაკავშირებით:

ჩემი მხარდაჭერა ლაზარეს!

ეს ბიჭი ხელისუფლებამ მტრად “დანიშნა” სამარცხვინო და დანაშაულებრივი ინსინუაციებით და დისკრედიტაციის კამპანიით. „ოცნებამ“ საკუთარი გზავნილები შეაზავა ყველა მდაბიო ქსენოფობიური სტერეოტიპით და მიმართა საბჭოთა კავშირში დაბადებული თაობებისკენ. ამ გზავნილების შინაარსია: “აი, ასეთია ჩვენი ახალგაზრდობა, ეს არის დასავლეთის გარყვნილი ზეგავლენა”. ეს გზავნილები არის მცდელობა (დარწმუნებული ვარ, წარუმატებელი) დააპირისპირონ თაობები, დაგვაშორონ დასავლეთს, გაგვტეხონ იმედგაცრუებით.

მინდა მივმართო ჩემზე უფროს თაობებს: მამაჩემი ალბათ, იტყოდა – “ყოჩაღი ბიჭია, მაგრამ რად უნდოდა კაცო ეს, რა დაუხატავს სახეზე”. დედა, ალბათ, იტყოდა – “რა ჭკვიანი თვალები აქვს, какая очеравательная улыбка, მარა ეს თმები რაა ვითომ ახლა, უხდება?” კი, ალბათ, ასე იტყოდნენ და ამაში მხოლოდ ესთეტიურ შინაარსს ჩადებდნენ და არაფერს სხვას, სრულიად არაფერს. და ყოველგვარი “ალბათ”-ის გარეშე ფეხმოუცვლელად დადგებოდენ ყველგან, სადაც ლაზარეს თავისუფლებას მოითხოვდა ხალხი.

ლაზარე პოლიტიკურად მოტივირებულ პატიმრობაშია და არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რა ჩაიდინა თუ არ ჩაიდინა მან. სწორედ ამგვარია საერთაშორისო პრაქტიკა, რომლის თანახმადაც დანაშაულის ნიშნების არსებობა არ აუქმებს პატიმრობის პოლიტიკურ შინაარსს და შერჩევითობას. შესაბამისად, მის უკანონობას.

მინდა მივმართო ჩემს თაობას: ხელისუფლება ახლა ამზადებს მეორე და მისთვის სტრატეგიულ გზავნილს – აღიარებინოს ლაზარეს არსებულიც და არარსებულიც და ანახოს მის თაობებს გატეხილი და დამარცხებული არა მხოლოდ ლაზარე, არამედ მისი სიმბოლოდ ქცევით, გატეხილი და დამარცხებული მთელი თაობები, თავისუფალ საქართველოში დაბადებული თავისუფალი თაობები. მთავარი ამოცანა სწორედ ესაა და ამის არდაშვება ახლა ჩვენ ძალგვიძს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ 21 წლის ბიჭზე ზეწოლა არ დავუშვათ. არ დავუშვათ მის ოჯახსა და მეგობრებზე ზეწოლა. არ დავუშვათ მთელ საზოგადოებაზე ზეწოლა.

თავისუფლების თაობებს, ჩემი შვილების ტოლებს, მინდა ვთხოვო: იბრძოლეთ ლაზარესთვის ისეთივე ვნებითა და შემართებით, როგორც ის იბრძოლებდა მის ადგილას ახლა ნებისმიერი თქვენგანი რომ ყოფილიყო. იბრძოლეთ და არავითარ შემთხვევაში არ დაიჯეროთ, რაც არ უნდა თქვან რუსული ხელისუფლების მოლაპარაკე თავებმა, დანაშაულის შეკერვაში დახელოვნებულმა პროკურორებმა და უსინდისო და უგულო მოსამართლეებმა. არ დაიჯეროთ და გააგებინეთ და დაარწმუნეთ თქვენი მეგობრები, მშობლები, ბებიები და ბაბუები.

იბრძოლეთ გარეთ, მაგრამ იბრძოლეთ საკუთარ, მეზობლების და მეგობრების სახლებსა თუ ეზოებში. იბრძოლეთ ფართიზე და კლუბებში, სკოლებსა და უნივერსიტეტებში. უნდა მოიგოთ ეს ბრძოლა არა მარტო გამბედაობით, ენერგიით და ემოციით, არამედ ჭკუით, დარწმუნების ძალით და დაუზარლობით. არ გაამარჯვებინოთ არც პროკურორების და მოსამართლეების უსამართლობას და არც რუსული ოცნების პოლიტიკოსების და მედიების ბინძურ პროპაგანდას!

თავისუფლება ლაზარეს! თავისუფლება ჩვენს სამშობლოს!” – წერს ნიკა გვარამია #212 საკნიდან.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“საეკლესიო იერარქები მრევლს აღიქვამს პატრონ-ყმურ რეჟიმში, ისევე, როგორც ჩვენი საერო ხელისუფალნი” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია თავის პოზიციას აფიქსირებს...

მთავრობის დადგენილებით სახელმწიფო უნივერსიტეტების დაფინანსების ახალი მოდელი დამტკიცდა, რომელიც 2026–2027 სასწავლო წლიდან ეტაპობრივად ამოქმედდება

განათლების სამინისტრო, მთავრობის კონკრეტული დადგენილების თაობაზე შესაბამის ინფორმაციას აქვეყნებს,...

სემეკი: “სსე-ს წინასწარ უნდა გადაეანგარიშებინა რელეური დაცვისა და ავტომატიკის სისტემები”

საქართველოში, 2026 წლის 24 ივლისს ელექტროსისტემაში მომხდარ მასშტაბურ ავარიასთან...

“დარწმუნებული ვარ, მამუკა მდინარაძე იმ საქმეშიც ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც ყველა იმ უწყებაში, რომელსაც...

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, რეგიონების მიმართულების ხელმძღვანელი, დიმიტრი (დიტო)...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...

“შეგრძნებების სიძლიერე იმდენად დიდია, რომ აზრები თავისით მოდის გონებაში და მე მხოლოდ გადმოვცემ” –...

ახალგაზრდა მწერალი, თიკა სურმანიძე სააგენტო ,,პარალელთან” ინტერვიუში საუბრობს მისი...

მიხეილ სააკაშვილი: “მე ვემზადები დიდი ცვლილებებისთვის, რომლებიც მოდის…”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური განაცხადი და კონკრეტული...

“ახლა დაგვძახიან, ილია არ იკითხოთ, მარტო სანთლები უნთეთ ბრმადო…” – ლაშა ბუღაძე

ილია ჭავჭავაძესთან დაკავშირებით კონკრეტულ ისტორიულ ფაქტებზე მიანიშნებს მწერალი, დრამატურგი...