spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიკახა კალაძე სააკაშვილისთვის სასჯელის შესაძლო გადავადებაზე: ეს უბრალოდ...

კახა კალაძე სააკაშვილისთვის სასჯელის შესაძლო გადავადებაზე: ეს უბრალოდ შეუძლებელია – რომელ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზეა საუბარი?!

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც კონკრეტული დანაშაული აქვს ჩადენილი, თვითდაზიანების რეჟიმშია და საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, პირველ რიგში, ექიმების მიერ განსაზღვრული კალორაჟი უნდა მიიღოს.

როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, ძალიან ცუდია, რომ სააკაშვილს ამ ყველაფერში მისი გარემოცვა და ოჯახი უწყობს ხელს.

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი თავიდანვე არის დაგეგმილი – მისი „შემოტანა“ საქართველოში, როგორც განუბაჟებელი ტვირთი, შემდეგ კი ყოველდღიური ნაბიჯები. იცით, რა იყო გეგმა ამ ყველაფრის – დაპირისპირება, არეულობა, რევოლუცია, გადატრიალება, სისხლისღვრა და ა.შ. ეს გეგმა ჩაუვარდათ.

მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი დააკავეს, პირველივე დღიდან დაიწყეს კამპანია, რომ როგორმე მისი გათავისუფლება მოხდეს. მთავარ საფუძველს კი ურთავენ იმას, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, რომლის შემოქმედი, რა თქმა უნდა, თვითონაა.

ეს ადამიანი თვითდაზიანების რეჟიმშია, რომელშიც ხელს უწყობს მისი გარემოცვა, ოჯახის წევრები, რაც ძალიან ცუდია. ყველაფერი უნდა გააკეთოს პირველ რიგში, მან და მისი ოჯახის წევრებმა, რომ შესაბამისი კალორაჟი და საკვები მიიღოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება საზღვარგარეთ სამკურნალოდ ექსპრეზიდენტის შესაძლო გადაყვანასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას, თბილისის მერი აცხადებს, რომ მსგავსი გადაწყვეტილება არ განიხილება.

ეს უბრალოდ შეუძლებელია. რომელ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზეა საუბარი?! ჩვენ ვართ სახელმწიფო და გაგვაჩნია ინსტიტუტები. როგორ წარმოგიდგენიათ პატიმარი, რომელსაც აქვს კონკრეტული დანაშაული ჩადენილი და იმის გამო, რომ არ იკვებება, არ იღებს შესაბამის კალორიებს, არის თვითდაზიანების რეჟიმში, სახელმწიფომ მიიღოს გადაწყვეტილება და ეს ადამიანი გაუშვას?! სხვა პატიმარს რას ეუბნები?“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“სანამ ოპოზიციის ერთიანობაზე ვისაუბრებთ, კარგად უნდა გავიაზროთ, რა მოხდა წლინახევრის წინ” – ზაზა ბიბილაშვილი

პოლიტიკური ერთიანობის თემას, სოციალურ ქსელში, 3-პუნქტიანი შეფასება-განმარტებებით ეხმიანება ჭავჭავაძის...

“ამ თავისუფალმა უდანაშაულო ადამიანმა ხმა გაიკმინდა და სახეში შეაფურთხა” – ელენე ხოშტარია

მმართველი გუნდის ლიდერების პოზიციას, რომ შეწყალებამდე, პატიმრობაში მყოფმა აქტივისტებმა...

“ეს ბრძოლა გაგრძელდება საბოლოო გამარჯვებამდე” – ლევან ბეჟაშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ლევან ბეჟაშვილი პარტიის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის,...

“ბუკა პეტრიაშვილი ციხეში. სამ სიტყვიანი ანეკდოტია ბიძინას სტილში…” – ლელა ჯეჯელავა

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ე.წ. ტროტუარის საქმეზე ევროპულ და ევროატლანტიკურ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ან მე ან სანდრა, ბავშვების სიკვდილისთვის გაწირვას დავუშვებდით?” – მიხეილ...

დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით აფიქსირებს თავის პოზიციას საქართველოს...

“ნინო ნადირაძე ისე ათრიეს ქოცებმა პუტინზე ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო, ლამის ვეცე და დავიცვა😝”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის სახუმარო პოსტი სოციალურ...

“პაატა ბურჭულაძეს ივანიშვილი კლავს, მაგრამ ვერაფრით გატეხა ეს საქართველოს საგანძური” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე მსოფლიო ბანის,...

“არანორმალურობის ფარგლებს გაცდა უკვე ყველაფერი… რბილად რომ ვთქვათ” – ეკა ხოფერია

ჟურნალისტი, აფხაზეთის განათლების, კულტურისა და სპორტის ყოფილი მინისტრი ეკა...