spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მიხეილ სააკაშვილს სჭირდება ძალიან სერიოზული ჩარევები, რომ მისი...

“მიხეილ სააკაშვილს სჭირდება ძალიან სერიოზული ჩარევები, რომ მისი სიცოცხლე გადარჩეს” – თენგიზ წულაძე

სახალხო დამცველთან შექმნილი კონსილიუმის წევრი ექიმები კლინიკა ,,ვივამედში’’ იმყოფებდნენ. შეხვედრის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კომენტარი გააკეთა ნევროლოგმა თენგიზ წულაძემ. მისი შეფასებით მე-3 პრეზიდენტის მდგომარეობა მძიმეა:

,,მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა და სჭირდება ძალიან სერიოზული ჩარევები, რომ მისი სიცოცხლე გადარჩეს. იმიტომ, რომ აქედან ვერასდროს ვეღარ იტყვი როდის და რა სისწრაფით დამძიმდება პაციენტი. პროგნოზირება ძალიან ძნელია.

როცა გადაადგილდება, სავარაუდოდ, მას მაღალი რისკი აქვს დაცემის. იმიტომ, რომ როგორც კი წამოდგება წნევას აგდებს ძალიან დაბლა, როგორც იყო წინა ვიზიტზე. ამიტომ მისი წამოდგომა და გადაადგილება რისკთანაა დაკავშირებული – მაშინაც კი, როცა თავისი პალატიდან ტუალეტში შესვლას დააპირებს.

წნევა რომ მცირდება, სულ დაწოლილია ფილტვების ემბოლიზმის, ფილტვის ინფაქტის და უეცარი სიკვდილის რისკიც მატულობს.

ჩვენ არაერთხელ ვთქვით და მე მგონი, ,,ვივამედიც“ ამ აზრზეა ახლა, რომ მისი მკურნალობა აღარ უნდა გაგრძელდეს ამ კლინიკაში. განსხვავებული აზრი ისაა, რომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ საზღვარგარეთ ჯობია წავიდეთ და იქ უმკურნალონ. ესენი ფიქრობენ, რომ ჯობია გაათავისუფლონ“, – განაცხადა თენგიზ წულაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

გოჩა მირცხულავა: “პოლიტიკაში არ ვერევი ნიშნავს…”

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მოსაზრება საზოგადოებაში გავრცელებულ პოზიციაზე "პოლიტიკაში არ...

“ზარქუას ქვის იხტიბარი აქვს, არ იტეხსო და ალაპარაკებენ ამ სისულელეებს” – თამარ ჩერგოლეიშვილი

"ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - მმართველი გუნდის წარმომადგენლის,...

“ამ თავისუფალმა უდანაშაულო ადამიანმა ხმა გაიკმინდა და სახეში შეაფურთხა” – ელენე ხოშტარია

მმართველი გუნდის ლიდერების პოზიციას, რომ შეწყალებამდე, პატიმრობაში მყოფმა აქტივისტებმა...

“სანამ ოპოზიციის ერთიანობაზე ვისაუბრებთ, კარგად უნდა გავიაზროთ, რა მოხდა წლინახევრის წინ” – ზაზა ბიბილაშვილი

პოლიტიკური ერთიანობის თემას, სოციალურ ქსელში, 3-პუნქტიანი შეფასება-განმარტებებით ეხმიანება ჭავჭავაძის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ან მე ან სანდრა, ბავშვების სიკვდილისთვის გაწირვას დავუშვებდით?” – მიხეილ...

დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით აფიქსირებს თავის პოზიციას საქართველოს...

“ნინო ნადირაძე ისე ათრიეს ქოცებმა პუტინზე ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო, ლამის ვეცე და დავიცვა😝”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის სახუმარო პოსტი სოციალურ...

“პაატა ბურჭულაძეს ივანიშვილი კლავს, მაგრამ ვერაფრით გატეხა ეს საქართველოს საგანძური” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე მსოფლიო ბანის,...

“არანორმალურობის ფარგლებს გაცდა უკვე ყველაფერი… რბილად რომ ვთქვათ” – ეკა ხოფერია

ჟურნალისტი, აფხაზეთის განათლების, კულტურისა და სპორტის ყოფილი მინისტრი ეკა...