ოთხშაბათი, მაისი 14, 2025
16.7 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებაში იღებს მონაწილეობას"...

“ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებაში იღებს მონაწილეობას” – გიორგი ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი მწვავე განცხადებას აკეთებს ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის მიერ, სახელმწიფო კანცელარიის წინ გამართულ აქციაზე, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით გაკეთებულ შეფასებებზე:

,,ვიოლა ფონ კრამონი, თავისი ამ სადისტური მოქმედებების მხარდაჭერით, ყველაფერ ამას ხაზს უსვამს – იგი ჩამოვიდა, რათა დისკრედიტაცია მოახდინოს დასავლური პოლიტიკის, რაზედაც სალომე ზურაბიშვილი ხმამაღალ განცხადებებს აკეთებდა. და ყველაფერი უკვე ნათელი გახდა.

ფაქტიურად, ეს არის სტრატეგია, რომელიც აქციებიდან უნდა გადაიზარდოს ფიზიკურ დაპირისპირებაში. ისეთი სახის დაპირისპირებაში, რომელიც აუცილებლად დაკავშირებულია სისხლთან, ადამიანურ მსხვერპლთან. ფონ კრამონი არის ერთ-ერთი, მათ შორის, ვინც ევროპარლამენტის ტრიბუნიდან ამას მხარს უჭერს.

საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობას ღებულობს ფონ კრამონი. ასევე, ის ადამიანები, ვინც ევროპარლამენტში რეზოლუციის შემქმნელები და ლობისტები არიან, რომელიც ასევე საქართველოს წინააღმდეგ არის მიმართული“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ვერა და ვერ გამოვიდა კოლექტიური დასავლეთი, განსაკუთრებით აშშ, “ვარდების რევოლუციის” ნირვანიდან” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის კონკრეტული პრეტენზიები დასავლეთის მიმართ: "ვერა და ვერ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...