spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"სად უნდა გადაიყვანონ ადამიანი, არ ვიცი?! კიბეზე რომ...

“სად უნდა გადაიყვანონ ადამიანი, არ ვიცი?! კიბეზე რომ ჩამოიყვანო შეიძლება ცოცხალმა ვერ ჩამოაღწიოს” – შალვა ხაჭაპურიძე მიხეილ სააკაშვილზე

ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ კლინიკა ,,ვივამედის” ექიმების პრესკონფერენციაზე გაჟღერდა საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადი ინფორმაცია, რის გამოც მიმართეს რეგულირების სააგენტოს და ამჟამად საქმის გამოკვლევა მიმდინარეობს:

,,რეგულირების სააგენტომ მოკვლევა დაიწყო კლინიკა ,,ვივამედთან” დაკავშირებით.

კლინიკა ,,ვივამედის” ექიმებმა ჩაატარეს პრესკონფერენციები, სადაც სააკაშვილის პირადი მონაცემები გააჟღერა ენდოკრინოლოგმა – გახსოვთ ქალბატონი, გახარებული რომ დადის სულ, თითქოს დეფილეზე იყოს .

ამ პირადი მონაცემების გაჟღერების ფაქტთან და კიდევ სხვა სამედიცინო დარღვევებთან დაკავშირებით, მივმართეთ რეგულირების სააგენტოს და მოგვივიდა პასუხი, რომ დაიწყო მოკვლევა. გამოთხოვილ იქნა კლინიკა ,,ვივამედიდან” დამატებითი დოკუმენტაცია.

მე ყოველ დილით ველოდები რაღაც, ღმერთმა დაიფაროს, ცუდ ინფორმაციას. უმძიმესი მდგომარეობა აქვს სააკაშვილს, დღეის მდგომარეობით.

ამ ადამიანზე რომ მოვისმინე ,,ვივამედის” განცხადება, თურმე გადასაყვანია – სად უნდა გადაიყვანონ ადამიანი, არ ვიცი?! კიბეზე რომ ჩამოიყვანო შეიძლება ცოცხალმა ვერ ჩამოაღწიოს აქამდე…”, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“კიევი დღეს. ოპოზიციას ეს უნდა ხო? ვერ ეღირსებით!” – ლალი მოროშკინა

6 ივლისს, გამთენიისას, რუსეთის მიერ კიევის მასშტაბური დაბომბვის შემდეგ,...

“გვიჭირს ამ კუთხით და ეს სამწუხარო პრობლემა უნდა ვაღიაროთ, როგორც მინიმუმ, რომ მერე მოვაგვაროთ”...

ტრადიციული ქართული სულიერი და ზნეობრივი ღირებულებების მნიშვნელობაზე საუბრობს ანალიტიკოსი...

“ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი ქართველი ხალხია და არა გარე ძალები, ისე როგორც ეს წლების წინ...

თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან გამოეხმაურა საქართველოს შესახებ მორიგ...

“ბ–ნი ბიძინაც ხომ ჩვენთვის წვალობს” – ნინო ჯანგირაშვილი

ნინო ჯანგირაშვილი, ყაზახეთში კონსტიტუციის ცვლილებას და კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, ირონიული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

ნუკა არველაძე: “ასე მგონია, ცოტაც და ტირილს დაიწყებს. “ჟუჟუნა წვიმას” დაუბრუნდი მამუუუ”

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში, ერთგვარ "ფოტო-შეფასებებს" და...

“ტყეში დამარხული იარაღი კი არა, ბაზალეთის ტბაში რომ აკვანია, ისიც ახალაიების დამარხულია” – ლელა...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ე.წ. "ტყეში დამარხული იარაღის" საქმეზე გამართულ...

“აიათოლას პანაშვიდებზე დადიან და ელისაშვილს ტერორიზმის ბრალდებით ასამართლებენ, ეს უსირცხვილოები😡” – ეკა ხერხეულიძე

ალეკო ელისაშვილისთვის 13-წლიანი პატიმრობის მისჯის გადაწყვეტილებას კონკრეტული მინიშნებით ეხმაურება...

“სალომე ზურაბიშვილმა კვლავ გაიმეორა ჩემზე “არა და არასდროს!”… ვინ არის ეს ქალი?” – მიხეილ...

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით – “არა...