spot_img
მთავარიადამიანის უფლებები"ლაზარე გრიგორიადისის სისხლის სამართლებრივი დევნა წარმოადგენს "ქართული ოცნების"...

“ლაზარე გრიგორიადისის სისხლის სამართლებრივი დევნა წარმოადგენს “ქართული ოცნების” პროპაგანდისტული კამპანიის ნაწილსა და პოლიტიკური მიზნების მიღწევის იარაღს” – ორგანიზაცია GDI

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) ეხმიანება ლაზარე გრიგორიადისის საქმეს:

ლაზარე გრიგორიადისის ბრალდებასა და მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას წინ უსწრებდა პრემიერმინისტრის მხრიდან აქციის მონაწილეთა, მათ შორის, ახალგაზრდების უმკაცრესად დასჯის მუქარა და მათი დემონიზება. ლაზარე გრიგორიადისის დაკავების შემდეგ “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მხრიდან გაკეთდა ჰომოფობიური, პროპაგანდისტული განცხადება.

მიგვაჩნია, რომ ლაზარე გრიგორიადისის სისხლის სამართლებრივი დევნა წარმოადგენს “ქართული ოცნების” პროპაგანდისტული კამპანიის ნაწილსა და პოლიტიკური მიზნების მიღწევის იარაღს. ხელისუფლების მხრიდან ლაზარეს სისხლისსამართლებრივ დევნას, მათ შორის, შესაძლოა ჰქონდეს აქციაზე მყოფი ახალგაზრდების მიმართ შურისძიების მიზანი.

აღსანიშნავია, რომ დღემდე საგამოძიებო ორგანოების მხრიდან 2023 წლის 7-8 მარტის აქციების დროს სამართალდამცავთა მხრიდან ჩადენილი შესაძლო დანაშაულების სამართლებრივი შეფასება არ მომხდარა. გამოძიების ფარგლებში არ გამოვლენილან და დასჯილან პოლიციელები არაადამიანური ან/და დამამცირებელი მოპყრობის შესაძლო დანაშაულებზე“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ინფორმაციას ორგანიზაცია “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა” (GDI) ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“დიქტატურას ამარცხებს ძლიერი სახალხო ლიდერი და ერთ მუშტად შეკრული ხალხი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დასკვნები გამოაქვს 12...

“გამოდით, შეხვდით, მონახეთ გამოსავალი! ბავშვებს მიეცით წამალი!” – თეონა ჭალიძე მმართველი გუნდის ქალ დეპუტატებს...

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების უმძიმეს...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...