კვირა, მაისი 11, 2025
24.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"თქვენ არ ხართ ობიექტური, "ნაცმოძრაობის" ნარატივის გაძლიერება არ...

“თქვენ არ ხართ ობიექტური, “ნაცმოძრაობის” ნარატივის გაძლიერება არ არის ობიექტურობა, ეს არის უკიდურესი ტენდენციურობა და პოლარიზაციის გამაღრმავებელი” – მამუკა მდინარაძე პრეზიდენტს მიმართავს

ჩვენ რომ სანქციებს მივერთებოდით, ჩვენ რომ უკრაინაში მოხალისე სამხედროები გაგვეშვა, ჩვენ რომ რუსი ეროვნების მოქალაქეების დევნა დაგვეწყო, როგორც დევნიდნენ მათ თბილისის ქუჩებში, ჩვენ რომ გვეძახა აი ამ „წვას“ გვირჩევნია ბომბების ცვენაო, ჩვენ რომ უკრაინის ხელისუფლების კონკრეტული წარმომადგენლების, მაღალჩინოსნების მოწოდებებს ავყოლოდით, ომისგან გადარჩენა შესაძლებელი იქნებოდა? რისკების დაზღვევა როგორ მოხდებოდა?“ – ასე მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ სალომე ზურაბიშვილს პლენარულ სხდომაზე, სადაც საქართველოს პრეზიდენტის წლიური ანგარიში მოისმინეს.

მისი შეფასებით, სალომე ზურაბიშვილის მიზნები ემთხვევა რადიკალური ოპოზიციის მიზნებს.

კანდიდატის სტატუსის არმონიჭება გახლავთ რადიკალური ოპოზიციის მიზანი, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოში შეცვალონ ხელისუფლება ნებისმიერ გზით. ხომ არ ემთხვევა თქვენი პოზიცია ირიბად თუ პირდაპირ ამ მიზნებს? ევროკავშირმა თავად აღიარა, რომ საქართველო, მაშინ როდესაც მას არ მიენიჭა მოლდოვასთან და უკრაინასთან ერთად კანდიდატის სტატუსი, იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს. დღეს თქვენ ბრძანეთ, რომ არ იმსახურებდა. ევროპამ თავად აღიარა, საქართველოში ყველა ობიექტური ადამიანი ფიქრობს, რომ იმსახურებდა და თქვენ ამბობთ, რომ არ იმსახურებდა და ჩვენ დაგვაბრალეთ. თქვენ შესრულებულ რეკომენდაციებს დაარქვით ფორმალურად შესრულებული. დღეს ამბობთ, რომ კიდევ არ იმსახურებს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა თავისი გამოსვლით პოლარიზაციის ახალი ტალღის წარმოშობას შეუწყო ხელი.

თქვენ არ ხართ ობიექტური, „ნაცმოძრაობის“ ნარატივის გაძლიერება არ არის ობიექტურობა. ეს არის უკიდურესი ტენდენციურობა და პოლარიზაციის გამაღრმავებელი, მაგრამ საქართველო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ პირველი, ჩვენი ქვეყანა ფიზიკურად გადარჩეს და მეორე, ღირსებით, ეროვნული იდენტობის შენარჩუნებით, ეროვნული თავმოყვარეობის შენარჩუნებით გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ეჭვი არ მეპარება, რომ ის ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტია” – შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მწვავე პოზიციას აფიქსირებს "ქართული...

“ეჰ, სად ბანაობენ ეს ბიჭ-ბუჭები, წარმოდგენაც არა აქვთ…” – გია ხუხაშვილი

"ქართული ოცნების" შიგნით მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით კონკრეტულ ვარაუდებს გამოთქვამს...

“ჩვენ ყველა ერთად გადავარჩენთ დამოუკიდებლობას, გადავარჩენთ ქვეყანას 26 მაისს” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით...

“ამ ადამიანებს ახლა ჩვენი თანადგომა სჭირდებათ! ჩემი სოლიდარობა ყველა ღირსეულ ქართველ დიპლომატს!” – ზურაბ...

საგარეო საქმეთა სამინისტროში მიმდინარე პროცესებს მძიმე შეფასებებით და კონკრეტული განმარტებებით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 9-13 მაისის პერიოდისთვის

2 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი...

“ირაკლი კობახიძეს ვეტყოდი – ნუ იჭაჭები ტელევიზიის მიღმა, პოლიციელებს ზურგს უკან ამოფარებული და იმ...

,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით,...