spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბები"თბილისის მეტროს არცერთ სადგურში პლაკატები არ განთავსებულა და...

“თბილისის მეტროს არცერთ სადგურში პლაკატები არ განთავსებულა და კომპანიის მხრიდანაც არ გაცემულა არანაირი ნებართვა” – თბილისის მერია

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს თბილისში, სხვადასხვა ადგილას, პლაკატების უკანონოდ გაკვრასთან დაკავშირებით:

გვსურს, გამოვეხმაუროთ ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, თბილისის მეტროსადგურებში საინფორმაციო პლაკატები განთავსდა.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ თბილისის მეტროს არცერთ სადგურში პლაკატები არ განთავსებულა და კომპანიის მხრიდანაც არ გაცემულა არანაირი ნებართვა. თბილისის სატრანსპორტო კომპანია მკაცრად აკონტროლებს მსგავს ფაქტებს და რეაგირებს ოპერატიულად.

რაც შეეხება პლაკატებს, განთავსებული იყო რამდენიმე მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე და მიწისქვეშა გადასასვლელებში.

აღნიშნულ ფაქტზე კომპანია მოახდენს რეაგირებას, ჩამოიხსნება პლაკატები და ტერიტორიები მოწესრიგდება.

გვინდა შევახსენოთ ყველას, დედაქალაქის ქუჩებსა და მიწისქვეშა გადასასვლელებში პლაკატების განთავსება არის კანონდარღვევა და მსგავსი ფაქტის ჩამდენი პირები კანონის შესაბამისად ისჯებიან“, – ნათქვამია განცხადებაში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

მუნიციპალური სასაფლაოების მიმართულებით 12-13 აპრილს ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტი დაწესდება

დედაქალაქში მუნიციპალური სასაფლაოების მიმართულებით ტრადიციულად, 12-13 აპრილს დაწესდება ავტობუსის...

ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში იასამნების ყვავილობის დღეები დაიწყო

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში იასამნების ყვავილობის დღეები გაიხსნა. ბოტანიკური...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“დიქტატურას ამარცხებს ძლიერი სახალხო ლიდერი და ერთ მუშტად შეკრული ხალხი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დასკვნები გამოაქვს 12...

“გამოდით, შეხვდით, მონახეთ გამოსავალი! ბავშვებს მიეცით წამალი!” – თეონა ჭალიძე მმართველი გუნდის ქალ დეპუტატებს...

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების უმძიმეს...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...