ხუთშაბათი, მაისი 15, 2025
10.4 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ნაცვლად იმისა, რომ პრობლემების მოგვარებაზე ფიქრობდეს ,,რუსული ოცნება“,...

“ნაცვლად იმისა, რომ პრობლემების მოგვარებაზე ფიქრობდეს ,,რუსული ოცნება“, მათ ანერვიულებთ პრეზიდენტ სააკაშვილის ჯიდლო” – ლევან ხაბეიშვილი

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი კრიტიკულ განცხადებას  აკეთებს და კონკრეტულ პრეტენზიებს აფიქსირებს მმართველი პარტიის მიმართ:

,,უამრავი პრობლემა აქვს ჩვენს ქვეყანას – დაწყებული ოკუპაციით, გაგრძელებული მავთულხლართების გაბმით, ასევე, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი უნდა მივიღოთ და ,,რუსული ოცნება“ აკეთებს ყველაფერს ამის საბოტაჟისთვის.

ნახეთ, რომ რუსული კანონი შემოიტანეს, რაც ქართველმა ხალხმა, განსაკუთრებით ახალგაზრდებმა, ფაქტობრივად დააღეჭინა ირაკლი ღარიბაშვილს, ბიძინა ივანიშვილს და რუსულ მთავრობას. ამასობაში ქვეყანაში უმძიმესი ეკონომიკური და სოციალური პრობლემებია.

ნაცვლად იმისა, რომ ამ პრობლემების მოგვარებაზე ფიქრობდეს ,,რუსული ოცნება“, მათ ანერვიულებთ პრეზიდენტ სააკაშვილის ჯიდლო, რომელიც გადასცეს ნორვეგიელებმა.

დღეს, ჩვენ ვნახეთ არაადეკვატური დამოკიდებულება რუსული პარტიის, ,,რუსული ოცნების“, რომელმაც ნორვეგიის ელჩი დაიბარა, რომ ახსნა-განმარტება გაეკეთებინა სააკაშვილისთვის ჯილდოს გადაცემასთან დაკავშირებით.

ჩვენ ვნახეთ, რომ ,,ტრი-ტრი, ანტონი“, ბერას სათამაშო, ბავშვებს სკოლაში რომ უვარდებოდა, აშინებდა, მერე ამაზე საუბრობდა მისი ბატონის შვილთან, ბერასთან. ეს კაცი საუბრობს სხვა ადამიანის რაღაცა თურმე მკვლელობაზე და ა.შ. ადამიანის უფლებების დარღვევაზე.

რაფალიანცის, თათუხაშვილის, ბაჩალიაშვილის, მაჩალიკაშვილის, კორტავას, ფარტენაძეს მკვლელები საუბრობენ სხვა ადამიანის უფლებების დარღვევაზე“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“კობახიძის წერილი არის რუსული პროპაგანდის ბოდვა, ეს არ არის დიპლომატიური ტექსტი” – პაატა მანჯგალაძე

აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვანსისადმი...

“ივანიშვილი-კობახიძის წერილი არის ღია დეკლარაცია, რომ მათ უნდათ საქართველო დატოვონ მარტო და დაუცველი” –...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა...

“ხვალ რას აპირებთ? როცა ცემისგან მოკლული თანამშრომლის ოჯახს თვალებში ვერ ჩახედავთ. თუმცა რა თვალებში,...

ტვ "იმედზე", კომპანიის თანამშრომლის, შაკო ნათენაძის მკვლელობის ფაქტზე "იმედის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ეეჰ, მიშა… რამდენ უმადურობას და უბადრუკობას უძლებდი და უძლებ…” – ქეთევან ენუქიძე

არასამთავრობო ორგანიზაცია "შეაჩერე კორუფციის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ფილოლოგი ქეთევან ენუქიძე სოციალურ...

“ეჰ, სად ბანაობენ ეს ბიჭ-ბუჭები, წარმოდგენაც არა აქვთ…” – გია ხუხაშვილი

"ქართული ოცნების" შიგნით მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით კონკრეტულ ვარაუდებს გამოთქვამს...