spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ერთ-ერთი ყველაზე სევდიანი მომენტი ჩვენს ცხოვრებაში ის წუთებია,...

“ერთ-ერთი ყველაზე სევდიანი მომენტი ჩვენს ცხოვრებაში ის წუთებია, როდესაც ერთ დროს სიცოცხლით სავსე ქალაქის წყალში ჩაძირვას უცქერ” – ზურაბ ბატიაშვილი

რონდელის ფონდის მკვლევარის, აღმოსავლეთმცოდნის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორ ზურაბ ბატიაშვილის ემოციური პოსტი, სოციალურ ქსელში, ქალაქ იუსუფელის წყლით დატბორვასთან დაკავშირებით:

ალბათ ერთ-ერთი ყველაზე სევდიანი მომენტი ჩვენს ცხოვრებაში ის წუთებია, როდესაც ერთ დროს სიცოცხლით სავსე ქალაქის წყალში ჩაძირვას უცქერ. მითუმეტეს იმ ქალაქისა, რომელთანაც არაერთი მოგონება გაკავშირებს.

ვინც ტაოში ყოფილა, გვერდს ვერ აუვლიდა პატარა და კოპწია ქალაქ იუსუფელს თავისი კოლორიტული ადამიანებითა და აურით.

დღეს მისი ქუჩები წყლით დაიფარა (ახალაშენებულ ჰესში წყლის დაგუბება დაიწყო) და მალე მთლიანადაც ჩაიძირება.

ჭოროხისა და პარხლისწლის შესართავზე მდებარე ამ ქალაქში ციხის კარი არასოდეს იკეტებოდა, რადგან იქ დანაშაული არ ხდებოდა. აქ ჰარმონიულად თანაცხოვრობდნენ ქართველები, გათურქებული ქართველები, თურქები… ქუჩებში ქართული საუბარი და წარწერები ჩვეულებრივი მოვლენა იყო. საქართველოდან ჩასულ ქართველებსაც ყოველთვის ხაზგასმულად კეთილგანწყობით გვხვდებოდნენ.

პირველად ტაოში როდესაც ჩავედი, რა თქმა უნდა, ამ ქალაქში მოვხვდი. 2016 წელს, როდესაც თურქეთში გადატრიალების მცდელობა იყო, მაშინაც ამ ქალაქში მომიწია ყოფნა. მაგის გარდაც ბევრჯერ ვყოფილვარ და უამრავი მოგონება მაკავშირებს ამ ქალაქთან.

გასულ ზაფხულს ბოლოჯერ ვიყავი იუსუფელში. ვიცოდი, რომ წყალში ჩაიძირებოდა ვეღარასოდეს ვნახავდი მას. ჩემებურად გამოვემშვიდობე. თან ვცდილობდი, რაც შეიძლება დიდხანს მეხეტიალა მის ქუჩებში. წამოსვლისას გული იქ დამრჩა.

საერთოდ, ასეთ პატარა ქალაქებში შეიგრძნობა ამა თუ იმ ქვეყნისა და კუთხის სული, რომელსაც ვერცერთ წიგნში ვერ ამოიკითხავთ, ვერცერთ გადაცემაში ვერ ნახავთ. ეს თავად უნდა შეიგრძნოთ.

ამიტომ მგონია, რომ ბედნიერია ყველა, ვინც იუსუფელშია ნამყოფი.

რა თქმა უნდა, დღეს ქალაქი სხვაგან გადავიდა და იმ ახალი იუსუფელის მონახულებაც შეგიძლიათ. მაგრამ ის ვერასოდეს გახდება ძველი და ნაღდი იუსუფელი.

ყველაზე მეტად კი იმ ადამიანებზე მეფიქრება, ვინც მთელი ბავშვობა, მთელი ცხოვრება ამ ქალაქში გაატარეს. მათ ხომ ჩვენზე მეტი მოგონება აკავშირებთ იუსუფელთან. დღეს ეს მოგონებები წყალში იძირება.

შეძლებენ კი ისინი თავიანთ შვილებს, შვილიშვილებს სრულად გადასცენ ის გრძნობები, რომელიც უკვე ისტორიად ქცეულ მათ იუსუფელს უკავშირდება?

ალბათ, ვერა“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ზურაბ ბატიაშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ეს “სახლობანას თამაშიც” აღარ არის “ბატონო” ბიძინა – “ბავშვებს მიხედეთ” გადაწვეს კანცელარია!” – ირაკლი...

მამუკა მდინარაძესთან მიმართებით მორიგ სამთავრობო საკადრო გადაწყვეტილებას ირონიული შეფასება-მინიშნებებით...

“რა არის აქ გაუგებარი? სახელმწიფო უნივერსიტეტებში ნაცების და დიფსთეითის მმართველობის დროს სწავლა იყო ფასიანი,...

პოლიტიკის ექსპერტი დავით ზურაბიშვილი სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებლებში სწავლის დაფინანსებასთან...

“ნუ ბოდავთ, რა ქართული დიპლომატიის გამარჯვება, სადღაა ქართული დიპლომატია…” – გია ჯაფარიძე

კუნძული-სახელმწიფო ნაურუ წლების წინ ოკუპირებული ტერიტორიების აფხაზეთის და ცხინვალის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...

“შეგრძნებების სიძლიერე იმდენად დიდია, რომ აზრები თავისით მოდის გონებაში და მე მხოლოდ გადმოვცემ” –...

ახალგაზრდა მწერალი, თიკა სურმანიძე სააგენტო ,,პარალელთან” ინტერვიუში საუბრობს მისი...

მიხეილ სააკაშვილი: “მე ვემზადები დიდი ცვლილებებისთვის, რომლებიც მოდის…”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური განაცხადი და კონკრეტული...

“ახლა დაგვძახიან, ილია არ იკითხოთ, მარტო სანთლები უნთეთ ბრმადო…” – ლაშა ბუღაძე

ილია ჭავჭავაძესთან დაკავშირებით კონკრეტულ ისტორიულ ფაქტებზე მიანიშნებს მწერალი, დრამატურგი...