პარასკევი, მაისი 9, 2025
27.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"პრაქტიკა გვაქვს, რომ "ქართული ოცნება" თავისით არაფერს არ...

“პრაქტიკა გვაქვს, რომ “ქართული ოცნება” თავისით არაფერს არ დათმობს” – პაატა მანჯგალაძე

საქართველოს პარლამენტის წევრი, ,,სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე კომენტარს აკეთებს იმასთან დაკავშირებით, თუ კი საქართველო ვერ მიიღებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, ვის მიმართ უნდა დადგეს პასუხისმგებლობის საკითხი:

,,პრობლემა რაშია – ოლიგარქია, სასამართლო, მედიასთან დაკავშირებული საკითხი, ნიკა გვარამიას საკითხი. ავუხსნათ ადამიანებს და დარწმუნებული ვარ, მოჰყვება პროტესტი. იმიტომ, რომ ჩაგდება და საბოტაჟი მარტო რუსული კანონით კი არ ხდება, ეს რეფორმებიც რომ არ ხდება – აი ესეც საბოტაჟია. ესე კარგად ავუხსნათ და მე დარწმუნებული ვარ, ხალხი ქუჩაში გამოვა.

პრაქტიკა გვაქვს, რომ ,,ქართული ოცნება“ თავისით არაფერს არ დათმობს. დათმობის პრაქტიკა არსებობს მარტო იმ შემთხვევაში, როცა ქუჩაში ადამიანები გამოვიდნენ.

ღმერთმა ნუ ქნას და მოხდა ისე, რომ ,,ქართულმა ოცნებამ“ არ გაიზიარა არავის აზრი და ვერ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. მაშინ ნამდვილად უნდა დადგეს მმართველი პარტიის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მეგობარი აქტის” მიღება არის ძალიან მკაცრი გაფრთხილება ივანიშვილისთვის” – თინა ბოკუჩავა

“მეგობარი აქტის მიღება არის ძალიან მკაცრი გაფრთხილება ივანიშვილისთვის -...

გიორგი კეკელიძე: “დღეს კეკე კეკელიძე დაიბადა”

ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილი დირექტორი, ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, წიგნიერების გამავრცელებელი...

“თქვენ ვერ შეძლებთ ჩვენი მრავალსაუკუნოვანი გეზის გამოცვლას, ვერ შეძლებთ ამ ამაყი ქართველი ერის დაჩოქებას”...

კლინიკა “ვივამედიდან” სასამართლო პროცესზე ჩართვისას და სიტყვით გამოსვლისას საქართველოს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ეჭვი არ მეპარება, რომ ის ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტია” – შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მწვავე პოზიციას აფიქსირებს "ქართული...

“ნანუკასთან წააგეთ – ერთი რომ ბინძურად და ბინძური ადამიანებით ითამაშეთ, მეორეც – მეორე მხარეს...

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელის, ჟურნალისტის, საავტორო გადაცემის წამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის...