სამშაბათი, ივლისი 15, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"მივმართავთ უზენაეს სასამართლოს, მოსამართლე მერაბ გაბინაშვილის აცილებასთან დაკავშირებით"...

“მივმართავთ უზენაეს სასამართლოს, მოსამართლე მერაბ გაბინაშვილის აცილებასთან დაკავშირებით” – დიმიტრი საძაგლიშვილი ნიკა გვარამიას საქმეზე

ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი განცხადებას აკეთებს ,,მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, პატიმრობაში მყოფი ნიკა გვარამიას საკასაციო საჩივართან დაკავშირებით. ადვოკატის განცხადებით, ჯერ არ არის დაკომპლექტებული სასამართლოს შემადგენლობა, როცა განხილვის 6 თვიანი ვადიდან უკვე 3 თვე არის გასული და სასამართლოს მოუწოდებს, რომ არ დაარღვიონ კანონით გათვალისწინებული საქმის განხილვის ვადები:

,,მივმართავთ უზენაეს სასამართლოს, მოსამართლე მერაბ გაბინაშვილის აცილებასთან დაკავშირებით.

მოგეხსენებათ, რომ ნიკა გვარამიას საკასაციო საჩივარი სასამართლოში შესულია უკვე 3 თვეზე მეტია. ის აწერია მოსამართლე მერაბ გაბინაშვილს. თუმცა, ამ პერიოდის განმავლობაში, არა თუ საჩივრის განხილვა არ დაწყებულა, არამედ მოსამართლეთა ვინაობა არ არის განსაზღვრული, ვინც უნდა განიხილოს ჩვენი საკასაციო საჩივარი. ამის მიზეზი გახლავთ ის, რომ ხელისუფლება ეძებს იმ მოსამართლეებს, რომლებსაც მოაწერინებს ხელს წინასწარ გამოტანილ უკანონო განაჩენს.

რაც შეეხება თავად მოსამართლე მერაბ გაბინაშვილს, რომელზეც ვითომდა შემთხვევითი განაწილების პრინციპით მოხვდა საქმის დაწერა, ხაზი უნდა გავუსვათ იმ გარემოებას, რომ საქმის განაწილების სისტემა არის ხარვეზიანი და სასამართლო კლანი მანიპულირებს ამ სისტემით და პოლიტიკური მდგენელის საქმეებს აწერს იმ მოსამართლეებს, რომლებიც მათთვის სასურველ, წინასწარ ნაკარნახევ, გადაწყვეტილებებს იღებს.

მერაბ გაბინაშვილი 2019 წელს დანიშნულ იქნა უზენაეს სასამართლოში კანონის მოთხოვნათა უხეში დარღვევით. ვინაიდან ის არის ხელისუფლებასთან დაახლოებული და სასამართლო კლანის ერთგული წევრი, მისი დანიშვნისას უგულებელყოფილი იქნა კანონის მოთხოვნები.

შესაბამისად, ჩვენთვის უკვე აშაკარაა, რომ ხელისუფლება მისთვის სასურველი გადაწყვეტილების მიღებისთვის ცდილობს სასამართლოს შემადგენლობის დაკომპლექტებას. ცხადია, ეს ჩვენს უფლებებს არსებითად არღვევს, ვინაიდან სასამართლოს აქვს 6 თვიანი ვადა და ამ ვადის ნახევარზე მეტი ისე ამოიწურა, რომ ჯერ სასამართლოს შემადგენლობაზე ვერ ჩამოყალიბდა სასამართლო კლანი.

კიდევ ერთხელ გვსურს დაჟინებით მოვუწოდოთ სასამართლოს, რომ არ დაარღვიონ კანონით გათვალისწინებული საქმის განხილვის 6 თვიანი ვადა“, – განაცხადა დიტო საძაგლიშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“იმათ საყურადღებოდ, ვინც დღემდე მე თუ სხვა ადამიანებს საყვედურობს, რომ ბიძინამ ბევრი სიკეთე გაგვიკეთა...

საზოგადოებაში გავრცელებულ კონკრეტულ მინიშნებებს, ერთგვარი შედარებითი განმარტებებით, ეხმაურება ანალიტიკოსი,...

“დაველოდოსთ, როგორც ის ბრძენი კაცი იტყოდა😎🤓🤓🤓” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ს მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე სკანდალურ მინიშნებებს აკეთებს: "ბოლო...

“ვიღაცეები ციხე-კურორტზე რომ არიან წამოკოტრიალებულები და მსხვერპლს თამაშობენ…” – ლალი მოროშკინა

საგამოძიებო კომისიაზე ჩვენება მისცა ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი...

“ასე გვაკლდება კაცები და ვრჩებით მოგონებებთან” – ნადიმ ხმალაძე ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში ნაბრძოლი ნადიმ ხმალაძე სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...

“ლევანი არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი და მამაცი ადამიანი ვისაც ვიცნობ და მას ვერაფერი ვერ...

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან...

“ჩემი აზრით “ლელოსთან” შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი ეხმაურება ევროპარლამენტის რეზოლუციას და თავის პოზიციას...

“ასე გვაკლდება კაცები და ვრჩებით მოგონებებთან” – ნადიმ ხმალაძე ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში ნაბრძოლი ნადიმ ხმალაძე სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს...