ორშაბათი, მარტი 17, 2025
13.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"აგრესიულმა რადიკალებმა მხოლოდ ტელეეთერებში კი არა, პარლამენტის შენობაში...

“აგრესიულმა რადიკალებმა მხოლოდ ტელეეთერებში კი არა, პარლამენტის შენობაში დაიწყეს მხრების თამაში” – ბონდო მძინარაშვილი

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, ბონდო მძინარაშვილი კონკრეტულ მომენტებს შეახსენებს ოპოზიციას, წარსულიდან და აფრთხილებს მომავლისთვის:

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ყველას მოვუწოდებდი, თავი შეეკავებინათ მმართველი პარტიისგან მხარდაჭერილ კანდიდატზე, სალომე ზურაბიშვილზე ბინძური თავდასხმებისგან.

მოვუწოდე არაერთხელ, სხვადასხვა ტელევიზიის ეთერით, ფეისბუქით!
არ შეისმინეს!

მეორე ტურის წინ მმართველმა პარტიამ საპასუხოდ ისეთი მიასხა ოპოზიციასაც და მის ფავორიტ გრიგოლ ვაშაძესაც, დღემდე იწმენდენ და ბოლომდე ჯერ კიდევ ვერ გასუფთავდნენ!
ვერც მოიწმენდენ!

ახლა, “უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ” კანონის პირველი მოსმენით მიღების და მეორე მოსმენით ჩაგდების წინ და შემდეგ აღარაფერი მითქვამს, არ გამიფრთხილებია!
ჰოდა, ისევ აიშვეს!
მეტიც, – ქვეყნის აყირავება მოინდომეს!

აგრესიულმა რადიკალებმა მხოლოდ ტელეეთერებში კი არა, პარლამენტის შენობაში დაიწყეს მხრების თამაში, – უმრავლესობის წევრები ჩვენი შიშით კომიტეტების სხდომებსაც ვერ ატარებენო!
და დღეს გამოჩნდა, რომ ვისაც მხრების და ერთი ადგილის თამაში ეროვნული სპორტი ჰგონია, პარლამენტში მხრებიც გაუსწორეს და დააპანჩურეს კიდეც!

რატომ არ გავაფრთხილე?!
ლეგიტიმური კითხვაა!
არ იმსახურებდნენ და იმიტომ!
პასუხიც ლეგიტიმურია!” – წერს ფეიაბუქის პირად გვერდზე ბონდო მძინარაშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“რადიკალური ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილის მეთაურობით, თვითაღიარების რეჟიმში გადავიდა” – ზაალ ანჯაფარიძე

"რადიკალური ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილის მეთაურობით, თვითაღიარების რეჟიმში გადავიდა. უკვე...

“ჩვენი გუნდის ლიდერია ერისკაცი ბიძინა ივანიშვილი, მართალი კაცი, რომელიც ვერ აიძულეს საკუთარი ხალხის საწინააღმდეგო...

"ქართული ოცნების" რეგიონალური მდივანი, პარლამენტის დეპუტატი, დიტო (დიმიტრი) სამხარაძე...

“უნივერსიტეტი უნდა ემსახურებოდეს სტუდენტს და არა პირიქით” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის...

“იხილება საქმე, რომელიც არის რეალურად იმ რუსული ჰიბრიდული ომის ნაწილი, რომელმაც 2012 წელს საქართველოს...

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, 10 მარტს კლინიკა "ვივამედიდან"...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“პრეზიდენტ სააკაშვილის პატიმრობა განპირობებულია იმით, რომ მან არ დათმო ქართული სახელმწიფოებრიობა” – თინა ბოკუჩავა

,,ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა ჟურნალისტებთან კომენტარს...

“მთავარი ნარკორეალიზატორი ქვეყანაში არის “ქართული ოცნება”, ეს არ უნდა დაგვავიწყდეს” – პაატა მანჯგალაძე

პარლამენტში ანტინარკოტიკული კანონმდებლობის განხილვები იწყება. აღნიშნულთან დაკავშირებით პოლიტიკურ შეფასებებს...

“მიხეილ სააკაშვილს, რუსულმა სასამართლომ “პიჯაკების” საქმეზე 9 წელი მიუსაჯა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალირ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...