სამშაბათი, მარტი 18, 2025
14.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"პასუხი მოღალატეს!!! რუსი პროპაგანდისტი ირაკლი კობახიძე, ჯიუტად მიიჩნევს,...

“პასუხი მოღალატეს!!! რუსი პროპაგანდისტი ირაკლი კობახიძე, ჯიუტად მიიჩნევს, რომ რუსეთ-უკრაინის ომში უპირატესობას რუსეთი ფლობს” – გიორგი ვაშაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე “ქართული ოცნების” თავმჯდომარის განცხადებას ეხმაურება, სადაც ირაკლი კობახიძის ამბობს, რომ თითქოს რუსეთს უკრაინაში 2.5-ჯერ მეტი ტერიტორია ჰქონდა ოკუპირებული ანტიუკრაინულ პროპაგანდად აფასებს. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით რამდენიმე დღის წინ, მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელებით, რუსეთის მხარე იყო დაკავებული:

პასუხი მოღალატეს!!!

ირაკლი კობახიძის თქმით, თურმე რუსეთს უკრაინაში 2.5-ჯერ მეტი ტერიტორია ჰქონია ოკუპირებული. სინამდვილეში, ეს ტყუილი კობახიძის რუსული ოცნებაა და ანტიუკრაინულ პროპაგანდას წარმოადგენს! რამდენიმე დღის წინ ზუსტად ასეთი დეზინფორმაციიას ავრცელებდა რუსეთი.

კიდევ ერთხელ დეტალურად განვიხილოთ რა მოხდა 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე.

რუსეთი უკრაინას თავს რამდენიმე მიმართულებიდან დაესხა. თავდაპირველად მტერმა მოახერხა უკრაინის არაერთ ოლქში შეჭრა. ოკუპანტები შევიდნენ ხერსონის, მიკოლაივის, ზაპოროჟიეს, ხარკოვის, სუმის, კიევის, ჟიტომირისა და ჩერნიგოვის ოლქებში, ასევე, წინსვლა დაიწყეს ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებშიც, რომლებიც, ნაწილობრივ, 2014 წლიდან ჰქონდათ ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულთან ერთად.

უკრაინელი ერი მტერს გმირულად დაუხვდა, მათ თავგანწირული ბრძოლის შედეგად მარტის ბოლოს და აპრილის დასაწყისში, რუსები აიძულეს უკან დაეხიათ კიევის, ჟიტომირისა და ჩერნიგოვის ოლქებიდან. ხოლო 8 აპრილს უკრაინის არმიამ ოკუპანტებისგან მთლიანად გაწმინდა სუმის ოლქი.

უკრაინელთა წარმატება ამით არ დასრულებულა, სექტემბრის დასაწყისში უკრაინამ ხარკოვის ოლქში საოცარი ოპერაცია ჩაატარა, გენერალ ოლექსანდრ სირსკის მეთაურობით, რომლის შედეგადაც ხარკოვის ოლქი მტრისგან სრულად გათავისუფლდა. ხარკოვის ოლქის გათავისუფლებას მოჰყვა დონეცკის ოლქის ჩრდილოეთში მდებარე, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქის, ლიმანის დაბრუნება.

უკრაინისთვის წლის მთავარი გამარჯვება კი იყო 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, რუსების მიერ ოკუპირებული ერთადერთი ადმინისტრაციული ცენტრის, ქალაქ ხერსონის, ისტორიული გათავისუფლება, რასაც მოჰყვა მიკოლაივის ოლქზე უკრაინის მხრიდან კონტროლის სრულად აღდგენა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელის, გენერალ ვალერი ზალუჟნის, 2022 წლის შემაჯამებელ ანგარიშზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 24 თებერვლის შემდეგ ოკუპირებული ტერიტორიების 40% გაათავისუფლეს. ეს არის რუსეთის სამხედრო ძალების მიერ ოკუპირებული მთელი ტერიტორიის (მათ შორის ყირიმის) 28%.

ამ ყველაფრის ფონზე, რუსი პროპაგანდისტი ირაკლი კობახიძე, ჯიუტად მიიჩნევს, რომ რუსეთ-უკრაინის ომში უპირატესობას რუსეთი ფლობს. ასევე, ჯიუტად ამტკიცებს, რომ რუსეთს 2.5-ჯერ მეტი ტერიტორია აქვს დაპყრობილი. საბედნიეროდ, ეს რეალობა არაა და მხოლოდ კობახიძის სურვილსა და ოცნებას წარმოადგენს.

რეალურად უკრაინელმა ერმა გვაჩვენა, რომ დანებება და მტრისთვის სამშობლოს ჩაბარება გამოსავალი არაა და ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.

სწორედ შეუპოვარი ბრძოლის შედეგად შეძლეს უკრაინელებმა ბოროტების იმპერიის განდევნა არაერთი უკრაინული ქალაქიდან და სულ მალე შეძლებენ მათ საბოლოო დამარცხებას. დიდება და გამარჯვება უკრაინას!“ – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

კახა კალაძე: ყველა დამნაშავემ, ვისაც ღალატი აქვს ჩადენილი ქვეყნის წინაშე, პასუხი უნდა აგოს

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, გამოიძიონ, თუ ვისი...

“რადიკალური ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილის მეთაურობით, თვითაღიარების რეჟიმში გადავიდა” – ზაალ ანჯაფარიძე

"რადიკალური ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილის მეთაურობით, თვითაღიარების რეჟიმში გადავიდა. უკვე...

“ფაქტი სახეზეა, “დიფ სთეითის” დამარცხებას გარკვეული დრო მაინც სჭირდება” – ლევან ნიკოლეიშვილი

პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” დამფუძნებელი წევრი,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“პრეზიდენტ სააკაშვილის პატიმრობა განპირობებულია იმით, რომ მან არ დათმო ქართული სახელმწიფოებრიობა” – თინა ბოკუჩავა

,,ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა ჟურნალისტებთან კომენტარს...

“ჩვენს შვილებს თავისუფალი, ძლიერი და გაერთიანებული საქართველო უნდა დავუტოვოთ!” – პაატა მანჯგალაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" და "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა...

პაატა მანჯგალაძე: “პასიური კოორდინაცია არაფერს შეცვლის – მხოლოდ საერთო მოქმედება მოიტანს ცვლილებას და გამარჯვებას!”

პროდასავლური პოლიტიკური პარტიების ერთიანობისა და აქტიური პოლიტიკური ბრძოლის მნიშვნელობაზე...

“ეს ქოცი ჯერ ბიძინას მთავრობიდან დევნიდა მიშა სააკაშვილს და “ნაციონალურ მოძრაობას”, ახლა ოპოზიციის ფლანგიდან...

პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის პოზიცია-გამონათქვამს -...