spot_img
მთავარიინტერვიუ"ხელისუფლება შეეცდება რევანში აიღოს ამ მარცხისთვის" - გია...

“ხელისუფლება შეეცდება რევანში აიღოს ამ მარცხისთვის” – გია ხუხაშვილი “აგენტების კანონის” გაწვევასთან დაკავშირებით

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი სააგენტო ,,პარალელთან“ ინტერვიუში ე.წ. ,,უცხოური გავლენის აგენტების“ კანონპროექტის პარლამენტში პირველი მოსმენით მიღების შემდეგ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ანალიტიკურ შეფასებებს აკეთებს. მისი განმარტებით, ხელისუფლებამ გამოავლინა სისუსტე კანონპროექტის გამოწვევით, შესაბამისად, მოსალოდნელია მკაცრი ნაბიჯები ძალაუფლების განმტკიცების მიზნით, ხოლო სამოქალაქო სექტორმა, ოპოზიციამ და ახალგაზრდებმა ამას უნდა დაუპირისპირონ მხოლოდ დემოკრატია:

  • თქვენი მოსაზრებით – რა როლი ითამაშა 7-9 მარტის საპროტესტო აქციებმა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში?

– მე ვფიქრობ, საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. იმიტომ, რომ ეს იყო საკმაოდ იშვიათი საქართველოში – პირდაპირი დემოკრატიის აქტი, რაც გულისხმობს, რომ როდესაც ხელისუფლება გადის კონსტიტუციური სივრციდან, არ ასრულებს საკუთარ კონსტიტუციურ მოვალეობას, და მოგეხსენებათ ხელისუფლებას ჩვენ იმისთვის ვქირაობთ, რომ კონსტიტუციის გარანტად გამოვიდეს, ის ფაქტობრივად აწყობს სახელმწიფო გადატრიალებას, თვითონ ხელისუფლება, კონსტიტუციის დარღვევის გზით. ამ დროს ხალხი დროებით იბრუნებს ძალაუფლებას და ხელისუფლებას აიძულებს, რომ დაბრუნდეს კანონიერების ფარგლებში. ეს მოცემულობა დადგა, რაც პირდაპირი დემოკრატიის სახელმძღვანელო ნიმუში იყო.

  • საპროტესტო აქციებმა ,,ქართული ოცნება” აიძულა, რომ უკან გაეწვია კანონპროექტი. თქვენი აზრით, რა განვითარება მოჰყვება ამას და რა სახის საპასუხო, მათ შორის, ხისტი ნაბიჯებია მოსალოდნელი მმართველი პარტიისგან?

– მეც არ ველოდები ახლა, რომ ხელისუფლება მიხვდება რა არის ადამიანების ნება და კომპრომისზე წავა. უფრო ველოდები, რომ ისინი შეეცდებიან რევანში აიღონ ამ მარცხისთვის. რა მიაღწევენ? – ეს სხვა საკითხია. ფაქტია, რომ ეს დამახასიათებელია ავტორიტარული რეჟიმებისთვის. მათთვის ყველაზე დიდი პრობლემა არის სისუსტის გამოვლინება. მათ აჩვენეს სისუსტე და ახლა სისტემის აღდგენას სჭირდება ძალის დემონსტრირება. რა მიმართულებით? რა თემასთან დაკავშირებით? – ეს სხვა საკითხია. თუმცა, ისინი ამას აუცილებლად შეეცდებიან.

  • რა უნდა დაუპირისპიროს ამას ოპოზიციამ, სამოქალაქო სექტორმა, სტუდენტებმა, ახალგაზრდებმა?

– არაფერი, ისევ პირდაპირი დემოკრატია. ხელისუფლება მუდმივად უნდა გყავდეს ერთგვარი პრესინგის ქვეშ, რომ საზოგადოებაზე ვერ ბედავდეს ძალადობას. ხელისუფლება არის ძალის გამოყენებაზე მონოპოლისტი, მის ხელშია ყველა ძალისმიერი ინსტრუმენტი. საზოგადოებამ არ უნდა მისცეს მისი უკანონოდ გამოყენების უფლება.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“რუსთაველის გამზირი აუცილებლად უნდა იყოს ისეთი, რომ ჩვენს ქვეყანაში ჩამოსულ სტუმრებს და ადგილობრივ მოსახლეობას...

„დედაქალაქის მთავარი გამზირი სრულად რეაბილიტირდება და თანამედროვე, უსაფრთხო და...

“არის თუ არა ეს მიზანმიმართული საბოტაჟი? ვის ინტერესშია ხალხის გაბოროტება და სიტუაციის გამწვავება?” –...

ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა შექმნილ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას...

“თუ გვინდა რუსმა ბასიაჩკამ საქორწინო სუფრაზე არ დაგვი@@ას, რუსული ხელისუფლება უნდა შევცვალოთ” – ნიკა...

კახეთში, სასტუმრო “Agarani Estate”-ში მომხდარ ინციდენტს, პოლიტიკური პოზიცია-განმარტებებით ეხმაურება...

“ვინმე “კერძო მესაკუთრე” 75 მილიონიან შენობას რომ ანგრევს, უფრო ძვირფასს რას აშენებს?” – ნიკა...

რიყის დოქების დემონტაჟის გადაწყვეტილებას მწვავე, მძიმე შეფასებებით ეხმაურება “ოპოზიციის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ანუ, სააკაშვილმა რომ მამა დაუჭირა, ეგ იყო “ოჯახის განადგურება” და ივანიშვილმა რომ ქმარი დაუჭირა,...

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის მადლიერ პოზიციას ბიძინა ივანიშვილის...

“ამ რუსების მონების ნაცვლად, საერთაშორისო საზოგადოება მუშაობს აქტიურად აღიარებების გასაუქმებლად” – დავით ქაცარავა

გავრცელებული ინფორმაციით ევროკავშირის ქვეყნები აპირებენ დღის წესრიგში დააყენონ სირიასთან...

“ახლა განახებთ რა უნდოდა ივანიშვილს რიყეზე, რაზეც მას ზრდილობიანი უარი ეთქვა…” – გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა საზოგადოებას კონკრეტულ ინფორმაციას აწვდის წლების...