ხუთშაბათი, მაისი 15, 2025
13.6 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"თავი დაანებონ თვითდაზიანების მცდელობებს როგორც სააკაშვილმა, ასევე მისი...

“თავი დაანებონ თვითდაზიანების მცდელობებს როგორც სააკაშვილმა, ასევე მისი ოჯახის წევრებმა” – ირაკლი კობახიძე

პარტია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საყვედურნარევ განცხადებას აკეთებს საქართველოს მე-3 პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მისი ოჯახის წევრების მიმართ. კობახიძე აცხადებს, რომ საკვების არ მიღების გამო მიხეილ სააკაშვილი იკლებს წონაში, შესაბამისად, ეს ვერ იქნება მიზეზი მისი გათავისუფლების ან გადაყვანის:

,,გამოსავალი არის ის, რომ მიხეილ სააკაშვილმა საკვები ჩვეულებრივად უნდა მიიღოს. მას უნდა მიუტანონ სათანადო კალორაჟის საჭმელი. ცივი მჭადის მაგივრად რა დაშავდება, რომ მიუტანონ თბილი პური?! – ის დაშავდება, რომ გასუქდება.

რეალურად წარმოიდგინეთ, რა სამარცხვინოა ოჯახის ქმედება! გასაგებია, რომ თვითონ სააკაშვილი ეუბნება მიუტანონ მას არასათანადო კალორაჟის საკვები. დედა რომ ხარ, ძმა რომ ხარ, შვილი რომ ხარ, არ ვიცი მე როგორ შეიძლება ცივი მჭადი მიუტანო თბილი პურის მაგივრად იმისათვის, რომ ის არ გასუქდეს?! უბრალოდ კატასტროფაა, რასაც ისინი აკეთებენ.

კეთილი ინებონ და თავი დაანებონ თვითდაზიანების მცდელობებს, როგორც სააკაშვილმა, ასევე მისი ოჯახის წევრებმა. ასეთ შემთხვევაში არაფერი პრობლემა აღარ იქნება. პრობლემას ქმნის ის, რომ სააკაშვილი არის თვითდაზიანების რეჟიმში. აქედან გამომდინარე, იკლებს ან არ იმატებს წონაში.

ეს არის უბრალოდ სამარცხვინო ქმედება. სამწუხაროდ, ამის წახალისება ხდება გარედან. ამ წონაში კლებიდან გამომდინარე, შემდეგ ვიღაცები ითხოვენ მის გათავისუფლებას. ეს არის უბრალოდ სამარცხვინო მოვლენა. ამას ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერ ვუპასუხებთ ვერც მისი გათავისუფლებით, ვერც გადაყვანით და ა.შ. საქართველოში კანონი უნდა აღსრულდეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“სიღატაკე და შეზღუდული აზროვნება რეჟიმის მთავარი მოკავშირეა” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, კონკრეტული ფაქტის გახსენებით,...

“ორკებს ერთი ენა ესმით – ძალის ენა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

ირაკლი კობახიძის ღია წერილი დონალდ ტრამპს და ჯეი დი ვანსს

მთავრობის მეთაური, ირაკლი კობახიძე ღია წერილით მიმართავს ამერიკის შეერთებული...

“აი ხომ გგონია, რომ ოკუპაცია ამ ღობესთან მთავრდება?…” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...

“ეეჰ, მიშა… რამდენ უმადურობას და უბადრუკობას უძლებდი და უძლებ…” – ქეთევან ენუქიძე

არასამთავრობო ორგანიზაცია "შეაჩერე კორუფციის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ფილოლოგი ქეთევან ენუქიძე სოციალურ...

“ეჰ, სად ბანაობენ ეს ბიჭ-ბუჭები, წარმოდგენაც არა აქვთ…” – გია ხუხაშვილი

"ქართული ოცნების" შიგნით მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით კონკრეტულ ვარაუდებს გამოთქვამს...