spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მაკა, არ გრცხვენია კობახიძის, კალაძის და ყაველაშვილის ანტიდასავლურ,...

“მაკა, არ გრცხვენია კობახიძის, კალაძის და ყაველაშვილის ანტიდასავლურ, რუსულ პროპაგანდას რომ აჟღერებ ევროკავშირთან მიმართებაში? ასე როგორ დაეცი? ასე მივიღებთ კანდიდატის სტატუსს?” – გიორგი ვაშაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე “ქართული ოცნების” წევრის მაკა ბოჭორიშვილის კომენტარს ეხმაურება. გიორგი ვაშაძის თქმით სწორედ “ქართული ოცნება” იყო ვინც უარი თქვა საგანგებო სესიაზე, რომ ერთობლივად ეზრუნათ რეკომენდაციების შესრულებაზე. ოპოზიციონერი ლიდერი პუნქტობრივად პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრს:

1. მაკა, ევრორეკომენდაციებს არ ასრულებს შენი ხელისუფლება!

ერთი წელი გადის რეკომენდაციების მიღებიდან და მხოლოდ 1 რეკომენდაცია გაქვთ სრულად შესრულებული, 12 რეკომენდაციიდან მხოლოდ ერთი!

მაკა, უმრავლესობა გაქვთ პარლამენტში, ყველა ეს რეკომენდაცია მაქსიმუმ ერთ თვეში შეიძლება შეგესრულებინათ! ასე, რომ ოპოზიციისკენ ისრების გადატანა არ გამოვა, ამას არავინ ჭამს არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ!

ან გგონია, რომ შენი ძალის მიერ დაინიცირებული დეოლიგარქიზაციის კანონი, რომელზეც ვენეციის კომისიის მკვეთრად ნეგატიური დასკვნა დაიდო, ან მართლმსაჯულების კანონი, რომელიც აბეტონებს კლანს სასამართლოში, რეკომენდაციების შესრულებად ჩაითვლება ევროკავშირის მიერ?

შენც ხომ კარგად იცი, რომ ორივე ეს კანონი თაღლითობაა, რაც ოლიგარქი ივანიშვილის და მისი კლანის გაძლიერებას ემსახურება და ევროკავშირში ეს ძალიან კარგად ესმით. როდემდე უნდა იტყუებოდე და „აპრავებდე“ რუსულ რეჟიმს და რუს ოლიგარქს?

2. მტკნარი სიცრუეა რომ არ დავსწრებივარ ან არ მიმიღია მონაწილეობა რამე პროცესში რაც წაადგებოდა 12 რეკომენდაციის შესრულებას!

სწორედ “ქართული ოცნება” იყო ვინც უარი თქვა საგანგებო სესიაზე, რომ ერთობლივად გვეზრუნა რეკომენდაციების შესრულებაზე. სწორედ ოპოზიციამ შევიტანეთ პარლამენტში რეკომენდაციით გათვალისწინებული კანონპროექტები სასამართლოს, საარჩევნო თუ ანტიკორუფციული მიმართულებით. ყველა ინიციატივა დაბლოკა “ქართულმა ოცნებამ”.

“ქართული ოცნება” იყო ის ძალა, რომელმაც ჩააგდო საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც პირველი მოსმენით მივიღეთ პარლამენტში და რომელიც გათვალისწინებულია, როგორც 19 აპრილის შეთანხმებით, ასევე 12 რეკომენდაციით.

რა, იტყვი რომ ასე არ არის?

ან რას გეუბნებიან ევროპაში, რომ კარგია რომ გადახიეთ 19 აპრილის შეთანხმება? იმედია ასეთ ტყუილს არ იკადრებ (თუმცა რუსული რეჟიმის მსახურისგან არაფერი აღარ გამიკვირდება), ჩვენ ხომ კარგად ვიცით რასაც ამბობენ ამასთან დაკავშირებით როგორც ევროპარლამენტში, ასევე ევროკავშირის აღმასრულებელ სტრუქტურებშიც!

3. მაკა, რატომ არ საუბრობ იმაზე, რომ ევრონესტის შეხვედრაზე როცა ვიყავით, ერთადერთი ვიყავი ვინც საქართველოს ნატოში ინტეგრაციის დაჩქარებაზე საკითხი დავაყენე. “ქართული ოცნების” არც ერთ წარმომადგენელს ხმა არ ამოგიღიათ! მათ შორის არც შენ!

მაკა, ცრუობ როდესაც ამბობ რომ მე ან ვინმე ჩვენი გუნდიდან არაფერს ვაკეთებთ ევროინტეგრაციისთვის! გაგახსენებ (თუმცა ზუსტად ვიცი, რომ კარგად გახსოვს), რომ ჯერ კიდევ შარშან ევრორეკომენდაციების მიღებამდე, ზუსტად “სტრატეგია აღმაშენებლის” და პარტნიორი პარტიების ინცირებით მოხდა ალდეს რეზოლუციის მიღება, სადაც უპირობო მხარდაჭერაა გამოხატული საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე.

სწორედ მე და ჩემი გუნდის წევრები ვიყავით ვინც წარვადგინეთ ეს რეზოლუცია ალდეს კონგრესზე, რომელსაც ევროპის 40 ზე მეტი პარტია, ევროკავშირის 6 პრემიერი, და ასამდე პარლამენტარი ესწრებოდა.
იგივე გავიმეორეთ “ალდე”-ს დეკემბრის სამიტზეც.

თქვენ რა გააკეთეთ ამ მიმართულებით? მიაღებინეთ თქვენ პარტნიორ სოციალ-დემოკრატებს მსგავსი რეზოლუცია? – არაფერი, სწორედ რომ არაფერი!

4. რაც შეეხება რუსულ რეჟიმს, ყველა ჩვენ პარტნიორში ჩამოყალიბდა ეს აზრი, რომ “ქართული ოცნება” არის პრორუსული ძალა, ძალა, რომელიც შეცდომებს კი არ უშვებს ევროინტეგრაციის გზაზე, არამედ მიზანმიმართულად აზიანებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს და მიუხედავად ამისა, ყველგან ჩემი გზავნილია, რომ ქართველი ერი იმსახურებს ევროკავშირსა და ნატოს! სწორედ ამის გამო გვინდა ის მილიონი ხელმოწერაც ევროკავშირისთვის, რომელიც კიდევ ერთხელ დასტური იქნება რომ ქართველი ხალხი ევროპისკენაა და სხვაგან არის “ქართული ოცნება”.

სწორედ ამის გამო, საზოგადოებისთვის კარგად ცნობილ ადამიანებთან ერთად დავაორგანიზეთ ჩვენ, სამმა პარტიამ 24 თებერვლის სოლიდარობის აქცია, რათა დაგვენახებინა მთელი მსოფლიოსთვის რომ საქართველო დგას ევროკავშირის და უკრაინის გვერდით, რომ “ქართული ოცნება” და ქართველი ხალხი სხვადასხვა მცნებებია!

5. და რა გააკეთე შენ ამ დროს? – რუსულ კანონს მიეცი ხმა!

რუსულ კანონზე ვეროკავშირის აზრი არ იცი? რას გეუბნებიან ჩვენი პარტნიორები, რომ რა მაგარია რომ რუსულ კანონს მიეცი ხმაო? კალაძის, ყაველაშვილის და კობახიძის ანტიდასავლურ, რუსულ პროპაგანდას რომ აჟღერებ ევროკავშირთან მიმართებაში არ გრცხვენია? ასე როგორ დაეცი? ასე მივიღებთ კანდიდატის სტატუსს? ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაინც არ იყო!

6. რაც შეეხება ჩემს მხარდამჭერებს, შენი პარტიისგან განსხვავებით, არავინ დამიტერორებია, არავის დავმუქრებივარ სამსახურიდან გათავისუფლებით ან სოციალური დახმარების მოხსნით და არავინ მომისყიდია.

თითოეული ხმა ჩემი და ჩემი გუნდის შრომის დამსახურებაა და შემდეგ არჩევნებში დიახაც, ვნახავთ სად გაისტუმრებს ქართველი ხალხი რუსულ რეჟიმს, რომელსაც შენ ემსახურები, ჩემო მაკა!“ – მიმართავს მაკა ბოჭორიშვილს გიორგი ვაშაძე.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

ინფორმაციისთვის: ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა, კონკრეეტული პრეტენზიები წაუყენა გიორგი ვაშაძეს, რომ მას და მის პარტია რეკომენდაციის შესრულებაზე არ უზრუნიათ, პარლამენტში ამ მხრივ საქმიანობაში მონაწილეობა არ მიუღიათ, ამასთან ბრიუსელში მმართველი პარტიის მიმართ აკეთებენ შეფასებას, რომ “რუსულია” და სხვა…

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ერთმანეთის შეურაცხყოფა და ცილისწამება უნდა დასრულდეს” – კახა კალაძე შსს-ს ახალ სამმართველოზე

თბილისის მერი მედიასთან გამოეხმაურა შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალი სამმართველოს...

“თუ რაიმესგანაა დასაცავი ქართული ოჯახი, ეს ცალსახად ივანიშვილის ხელისუფლებაა” – ლევან სანიკიძე

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სანიკიძე ოჯახის სიწმინდის დაცვის...

“ეს ბრძოლა გაგრძელდება საბოლოო გამარჯვებამდე” – ლევან ბეჟაშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ლევან ბეჟაშვილი პარტიის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის,...

“ჩვენ ვიხილეთ მიღებული რეზოლუციები, თუნდაც მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით. ამ ყველაფერში ფულს იხდიდნენ” – კახა...

დედაქალაქის მერი კახა კალაძე შეურაცხმყოფელს უწოდებს ევროპარლამენტარ კშიშტოფ ბრეიზას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ან მე ან სანდრა, ბავშვების სიკვდილისთვის გაწირვას დავუშვებდით?” – მიხეილ...

დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით აფიქსირებს თავის პოზიციას საქართველოს...

“არანორმალურობის ფარგლებს გაცდა უკვე ყველაფერი… რბილად რომ ვთქვათ” – ეკა ხოფერია

ჟურნალისტი, აფხაზეთის განათლების, კულტურისა და სპორტის ყოფილი მინისტრი ეკა...

“პაატა ბურჭულაძეს ივანიშვილი კლავს, მაგრამ ვერაფრით გატეხა ეს საქართველოს საგანძური” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე მსოფლიო ბანის,...

“დადგება დღე და კანონის წინაშე წარსდგებით უკლებლივ ყველა, ვინც პირველ რიგში საქართველოზე და შემდეგ...

სპეცრაზმის მხრიდან მასზე განხორციელებული ძალადობიდან 2-წლისთავზე მწვავე ემოციურ პოსტს...