შაბათი, მარტი 15, 2025
13.7 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"თქვენი ხელისუფლებაში ყოფნა და რეპრესიები ეს არის სინონიმი"...

“თქვენი ხელისუფლებაში ყოფნა და რეპრესიები ეს არის სინონიმი” – არმაზ ახვლედიანი საპარლამენტო უმრავლესობას მიმართავს

თქვენი ხელისუფლებაში ყოფნა და რეპრესიები ეს არის სინონიმი. ამ გზას დაადეგით! ახლა განიზრახეთ, რომ ყველა, ვინც გააპროტესტა თქვენი ინიციატივა რამდენიმე დღის წინ, გაანადგუროთ. დაერიეთ სტუდენტებს, ოპონენტებს, მედიასაშუალებებს და ამის დასტურია დღეს, მაგალითად, „ფორმულა“. ყველაფერ ამის შემდეგ თქვენ ელოდებით, რომ თქვენი ხელმძღვანელობით საქართველო აღმოჩნდება ევროპის კავშირში? რა თქმა უნდა, ეს გამორიცხულია“, – ამ სიტყვებით მიმართა უფრაქციო პარლამენტის წევრმა, არმაზ ახვლედიანმა საპარლამენტო უმრავლესობას პლენარულ სხდომაზე.

მისი თქმით, სწორედ ამიტომ ქართველ ხალხს და იმ ადამიანებს, ვისაც სურს იცხოვრონ თავისუფალ და სამართლიან ქვეყნაში, ერთადერთ ამოცანად რჩებად „ქართული ოცნება“ გაუშვან ხელისუფლებიდან.

თქვენ ამას არ დაუშვებთ, მე კარგად მესმის. მე ილუზია აღარ მაქვს, რომ თქვენ, თქვენი ნებით, შექმნით მეტ-ნაკლებად ნორმალურ გარემოს არჩევნებისთვის. ეს ილუზია დაიმარხა ფაქტობრივად მაშინ, როცა თქვენ ამ ბარბაროსულ კანონპროექტს დაუჭირეთ მხარი და ახლა იმის ნაცვლად, რომ გონს მოეგოთ, ბოდიში მოუხადოთ საზოგადოებას, ბოდიში მოუხადოთ პარტნიორებს ევროპაში და ბოლოს და ბოლოს ჩვენც, ოპონენტებს, რომლებით გაფრთხილებენ, რომ ეს შედეგი დადგებოდა, გადახვედით გაასმაგებული ზეწოლაზე“, – აღნიშნა არმაზ ახვლედიანმა.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“სისტემა უნდა დაინგრეს და ეს მხოლოდ ერთად შეგვიძლია!” – პაატა მანჯგალაძე

ქვეყანაში შექმნილ რეალობაზე საუბრობს "სტრატეგია აღმაშენებლის" და "ერთიანობა ნაციონალური...

“რომ არა ბიძინა ივანიშვილი სად იქნებოდა და რა იქნებოდა საქართველო!!!” – ნუკა არველაძე

ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე "ქართული ოცნების" დამფუძნებლის და საპატიო...

“ჩვენი ქვეყნის მიმართ აშშ-ის მიდგომებით და თანამშრომლობის ფორმებით გამოჩნდება, მოხერხდა თუ არა ამერიკაში Deep...

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

“ჩვენს შვილებს თავისუფალი, ძლიერი და გაერთიანებული საქართველო უნდა დავუტოვოთ!” – პაატა მანჯგალაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" და "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მადლობა ყველას, ახლა მხოლოდ ერთობა და სოლიდარობა გადაგვარჩენს!❤️” – თემურ ჯანაშია

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“ეს ქვეყანა და ჩვენი მომავალი გადაყვა ოპოზიციის შიდა კინკლაობებს, ეგოებს და თავის დაფასებებს” –...

პოლიტიკური პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის...