შაბათი, მაისი 10, 2025
18.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიარჩევნებიადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

29 აპრილს დაგეგმილ შუალედურ/რიგგარეშე არჩევნებზე იმსჯელეს დღეს ცესკოში ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე. შეხვედრის მონაწილეებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს იმ სამართლებრივი აქტების შესახებ, რომელიც 29 აპრილის არჩევნებზე ტექნოლოგიების გამოყენებას არეგულირებს.

ცესკოს საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტის უფროსმა ეკა ცაბაშვილმა მონაწილეებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია კენჭისყრის შენობის მოწყობის, გადასატანი საარჩევნო ყუთის, წინასწარი შედეგების გამოცხადების, ბიულეტენების ციფრულ ფორმატში გადაყვანის, კენჭისყრის შედეგების ხელახალი დათვლის და ყველა იმ მნიშვნელოვანი სიახლის შესახებ, რომლის განხორციელებასაც ადმინისტრაცია აღნიშნულ არჩევნებზე გეგმავს.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს სიახლეებისა და ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილი აქტივობების შესახებ.

ახალ ფორმატში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) გაიმართა.

ინფორმაციას ცესკოს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეჭვი არ მეპარება, რომ ის ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტია” – შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მწვავე პოზიციას აფიქსირებს "ქართული...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 9-13 მაისის პერიოდისთვის

2 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი...

“ნანუკასთან წააგეთ – ერთი რომ ბინძურად და ბინძური ადამიანებით ითამაშეთ, მეორეც – მეორე მხარეს...

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელის, ჟურნალისტის, საავტორო გადაცემის წამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის...