სამშაბათი, მაისი 13, 2025
14.6 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ახლა მნიშვნელოვანია ერთიანი პოლიტიკური პოზიციის ჩამოყალიბება, რომ რიგგარეშე...

“ახლა მნიშვნელოვანია ერთიანი პოლიტიკური პოზიციის ჩამოყალიბება, რომ რიგგარეშე არჩევნები უნდა დაინიშნოს” – გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს მე-4 პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ჟურნალისტებთან განცხადებას აკეთებს ოპოზიციის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით. მისი განმარტებით, ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნები უნდა დაინიშნოს და ამ მიზნის გარშემო ოპოზიციური სპექტრი გაერთიანდეს, პროცესებში მონაწილეობას კი თავად ექსპრეზიდენტიც მიიღებს:

,,ახლა მნიშვნელოვანია ერთიანი პოლიტიკური პოზიციის ჩამოყალიბება, რომ რიგგარეშე არჩევნები უნდა დაინიშნოს – ეს პირველი. რაც არის პოლიტიკურად აუცილებელი. იმიტომ, რომ პრორუსული და არასანდო ხელისუფლების ხელში, ჩვენი დღის წესრიგი მხოლოდ შეიძლება იყოს, რომ რამე არ დააშავონ და ის, რომ რამეს გააკეთებენ – ეს გამორიცხულია.

მეორე მომენტი – მე მიმაჩნია, რომ ისევ ქართველ ამომრჩველს უნდა შევთავაზოთ არა ორპოლუსიანი საარჩევნო არჩევანი და ამ პოლიტიკური ძალის, რაც შეიძლება სწრაფად, მშვიდობიანად შეცვლა არის პოლიტიკური დღის წესრიგის მიზანი.

ამ ვითარების განხორციელება აერთიანებს მთელ ოპოზიციურ პროდასავლურ პოლიტიკურ სპექტრს. შესაბამისად, ისინი ამ მიზანში ერთად უნდა მოძრაობდნენ და არა ცალ-ცალკე. ეს ლოგიკურია. ისინი ერთად უნდა იყვნენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, როდესაც უკვე დაინიშნება არჩევნები, რომ ერთი სიით უნდა გავიდნენ.

ჩვენ უნდა მოვახერხოთ მესამე ალტერნატივის შეთავაზება ქართული საზოგადოებისთვის. აუცილებელია ის, რაც იყო პოლიტიკურ დღის წესრიგში 2020 წელს, მოხდეს უფრო გამსხვილებული პროდასავლური ალტერნატივის შექმნა“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ის მისწრაფება, რასაც ქართველი ხალხი გამოხატავს ევროკავშირთან დაკავშირებით, არ აღიქმება ოპოზიციის გზად” – ირაკლი...

ევროკავშირთან საქართველოს ინტეგრაციის საკითხზე პოლიტიკურ შეფასებას და კონკრეტულ შედარებას...

“ეს სანქციები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენ დასავლეთის ნაწილი ვართ” – ირაკლი ფავლენიშვილი

“ამ დასასანქცირებელთა სიით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საქართველოს აღიქვამენ...

“აჭარაში ნარკოტიკების რეალიზაციას მფარველობდა თორნიკე რიჟვაძის მამა” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...

“მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია! ამაში თუ ეჭვი შეგაქვს – შენ ხარ სტანდარტული ქოცი” – ლევან...

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ დამოკიდებულებას ეხმაურება,...

“‼️‼️‼️ იმედი მაქვს ვიღაცას მაინც ექნება ადეკვატური რეაქცია ამ აღვირახსნილებაზე!!!” – ნუკა არველაძე

ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ...