“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, უკრაინაში მებრძოლი კობა ხაბაზი 7-9 მარტს თბილისში გამართულ საპროტესტო აქციებზე პოლიციის მიერ ძალის გამოყენებას მწვავე შეფასებას აძლევს:
“მეგობრებო, თანამებრძოლებო, ჟურნალისტებო, რა “გადამეტებული ძალა”, რის “არაპროპორციული ძალა”?
რა, მოზომილად და პროპორციულად რომ დაერბით აქცია, ეცემათ ახალგაზრდები, მოსულა?
შეფასება უნდა იყოს მარტივი: ძალოვნებმა შეასრულეს უკანონო ბრძანება, დაარბიეს, სცემეს, მოწამლეს ახალგაზრდები, რომლებიც სამშობლოს თავისუფლებისთვის იბრძოდნენ.
ივანიშვილის მოღალატე რეჟიმმა ჩაიდინა მორიგი დანაშაული, ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად გამართულ აქციის კანონიერ და სამართლიან მოთხოვნებს დაუპირისპირა ძალა“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე კობა ხაბაზი.