spot_img
მთავარიგანათლება და მეცნიერება"ირაკლი ღარიბაშვილი ზიზღის ენით იხსენიებდა ახალგაზრდებს, რომელთა არჩევანი...

“ირაკლი ღარიბაშვილი ზიზღის ენით იხსენიებდა ახალგაზრდებს, რომელთა არჩევანი თავისუფლება და ევროპაა!” – ნანა ტოხვაძე

,,სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, განათლების მიმართულების ხელმძღვანელი, ნანა ტოხვაძე მწვავე შეფასებას აკეთებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ტელეკომპანია ,,იმედის” გადაცემაში “იმედის კვირა”, ახალგაზრდებთან დაკავშირებით დაფიქსირებულ მოსაზრებებზე:

,,რეპრესიების მორიგი სამიზნე განათლების სფეროა. საკუთარ ხალხთან პოლიტიკურად, მორალურად და რაციონალურად დამარცხებული პრემიერი აფრქვევდა სიძულვილს, ყველაფერი განსხვავებულისა და თავისუფალის მიმართ.

ირაკლი ღარიბაშვილი ზიზღის ენით იხსენიებდა ახალგაზრდებს, რომელთა არჩევანი თავისუფლება და ევროპაა! ეს საუკუნოვანი არჩევანი რევიზიას არ ექვემდებარება და ამას საამაყო ქართველი ხალხი არ დაუშვებს!

პრემიერად წოდებულმა არაფორმალური განათლების ცენტრები, სასწავლო დაწესებულებები და აკადემიური სფერო მტრად შერაცხა ევროპული მომავლის დაცვისთვის! კარგად დაფიქრდეს “მთავრობის მეთაური” როცა ყველაზე ჯანსაღ, პროგრესულ და მებრძოლ ხალხს უპირისპირდება.

ცუდად მთავრდება ხოლმე “ტვინის გამორეცხვის” ბრალდება ხალხზე, რომლებმაც ქვეყნის უალტერნატივო დასავლური კურსი გაავრცელეს და შეინარჩუნეს“, – განაცხადა ნანა ტოხვაძემ.

ინფორმაციისთვის: ინტერვიუში მთავრობის მეთაური აცხადებს, რომ ახალგაზრდები, რომლებიც სცენაზე იდგნენ, დაკავშირებული იყვნენ ნაცმოძრაობასთან ან მათ სატელიტურ ორგანიზაციებთან, მიდის ახალგაზრდების მოწამვლა და მათი ტვინის გამორეცხვა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“რატომ არ მუშაობს საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების შერეული მოდელი საქართველოში?” – ანა კობახიძე

საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების არსებული წესის მიმართ კონკრეტულ პრეტენზიებს გამოთქვამს...

“რა სიკრეტინეშია ქვეყანა, იმედია ახსნა არ სჭირდება” – ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი, არტთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ცენტრ “კამარა”-ს დამფუძნებელი ნათია ფანჯიკიძე ჟურნალისტის,...

“ეს ელისაშვილი, რაის ტერორისტია?!! რა სისულელეა, ტერორისტი არა იხვი, სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს!!”...

თაკო ჩარკვიანი ალეკო ელისაშვილის მიმართ ტერორიზმის მუხლით წაყენებულ ბრალს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“არანორმალურობის ფარგლებს გაცდა უკვე ყველაფერი… რბილად რომ ვთქვათ” – ეკა ხოფერია

ჟურნალისტი, აფხაზეთის განათლების, კულტურისა და სპორტის ყოფილი მინისტრი ეკა...

“პაატა ბურჭულაძეს ივანიშვილი კლავს, მაგრამ ვერაფრით გატეხა ეს საქართველოს საგანძური” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე მსოფლიო ბანის,...

“ნინო ნადირაძე ისე ათრიეს ქოცებმა პუტინზე ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო, ლამის ვეცე და დავიცვა😝”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის სახუმარო პოსტი სოციალურ...

“საბოლოოდ ყველა ამოლპებით იქ, სადაც თქვენი ადგილია, მოვა ეს დღეც” – დავით ქაცარავა

მთავრობის ვიცე-პრემიერის, მამუკა მდინარაძის მიერ ბრალდებულ მოძალადე სამართალდამცავების მიმართ...