spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მე წინადადებას ვაძლევ მმართველ რეჟიმს - ნებაყოფლობით დათმონ...

“მე წინადადებას ვაძლევ მმართველ რეჟიმს – ნებაყოფლობით დათმონ ძალაუფლება და გამოაცხადონ ახალი არჩევნები” – შალვა ნათელაშვილი

,,ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი საგანგებო ბრიფინგზე განცხადებას აკეთებს, პარტია ,,ქართულ ოცნებას“ მიმართავს და აცხადებს, რომ რევოლუციური შედეგი და ცვლილება, მათ შორის, გეოპოლიტიკურად – სახეზეა, შესაბამისად ხელისუფლებამ უნდა დანიშნონ ახალი არჩევნები:

,,დღეს, ყოველი ქართველი ოცნებობს, იხილოს ჩვენი ქვეყანა ივანიშვილის კორუმპირებული, ოკუპაციური ,,ქართული ოცნების“ გარეშე.

მე წინადადებას ვაძლევ მმართველ რეჟიმს – ნებაყოფლობით დათმონ ძალაუფლება და გამოაცხადონ ახალი არჩევნები. ეს არის ერთადერთი გზა არსებული მდგომარეობის განსამუხტად და ქვეყნის წინსვლისათვის, მომავლის დიდ გზაზე. სხვა შემთხვევაში გაითვალისწინეთ, რომ ის ახალგაზრდები, სტუდენტები და ქართველი ხალხი – ისევ აქ არის. ისინი არ დაუშვებენ იმას, რისი იმედიც მმართველ რეჟიმს ჰქონდა.

რევოლუციური შედეგი და ცვლილება, მათ შორის, გეოპოლიტიკურად – სახეზეა. არა მარტო საქართველო გადავიდა განვითარების ახალ სტადიაზე ამ დღეებისა და ახალგაზრდების წყალობით, არამედ პოსტსაბჭოთა სივრცეც გათავისუფლდა რუსული ანექსიის საშიშროებისგან, რასაც მოსკოვი სწორედ ამ ,,აგენტების“ კანონის მეშვეობით აპირებდა“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ხელისუფლება იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, რომ სულ უფრო მეტად ცდილობს არა მხოლოდ ქმედებების, არამედ აზრის...

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა მმართველი გუნდის პროპაგანდის ოთხ ძირითად საყრდენზე...

“სასაცილოა და ღმერთო რა ბედნიერებაა, რომ მათი “ინტელექტუალური” ბჟუტური და ამით საკუთარი არარაობის კიდევ...

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე თაკო...

“სახელმწიფო უნივერსიტეტებში დაფინანსების შენარჩუნების 80%-იანი შეფასების მოთხოვნა სავსებით კანონზომიერია” – არჩილ გამზარდია

სახელმწიფო უნივერსიტეტებში დაფინანსების საკითხს, კონკრეტული განმარტებებით, სოციალურ ქსელში ეხმიანება,...

“აღარ არსებობს აღარც მთაწმინდა, აღარც სოლოლაკი… სულ ბეტონი, უჟანგბადობა, კლაუსტროფობია… სიმახინჯე…” – ლაშა ბუღაძე

მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე, მძიმე შეფასებებით, კონკრეტულ ფაქტებზე აკეთებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...

მიხეილ სააკაშვილი: “მე ვემზადები დიდი ცვლილებებისთვის, რომლებიც მოდის…”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური განაცხადი და კონკრეტული...

“შეგრძნებების სიძლიერე იმდენად დიდია, რომ აზრები თავისით მოდის გონებაში და მე მხოლოდ გადმოვცემ” –...

ახალგაზრდა მწერალი, თიკა სურმანიძე სააგენტო ,,პარალელთან” ინტერვიუში საუბრობს მისი...

“ვისაც ფორმის ფული არ ექნება და ვერ შეიძენს – სკოლაში არ შეუშვებენ?” – არჩილ...

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, კონკრეტული შეკითხვების თანხლებით, სერიოზულ პრობლემებზე ამახვილებს...