,,სტრატეგია აღმაშენებლის თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე ,,ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტის მეორე განხილვით ჩაგდების შემდეგ, გამარჯვებას ქვეყნის მოსახლოებას ულოცავს:
,,თქვენ ნახეთ, როგორ გაიპარნენ ეს ადამიანები, რომლებმაც 3 დღის წინ მოღალატეობრივი ქმედება ჩაიდინეს და რუსულ კანონს დაუჭირეს მხარი.
დღეს თვითონვე გაიწვიეს ეს კანონი, ყოველგვარი პროცედურის დარღვევით. ხალხთან რომ აღარაფერი აქვთ სალაპარაკო, გაიქცნენ და გაიპარნენ დარბაზიდან.
ახალგაზრდებო, თქვენ ხართ გმირები! ეს თქვენ გააკეთეთ!
ყველანი უნდა ვიდგეთ ერთად ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე. ერთი ქვეყანა გვაქვს – საქართველო, ერთი პარტია გვაქვს – საქართველო, ერთი სამშობლო გვაქვს! საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის და NATO-ს წევრი.
ახალგაზრდებს ვეუბნები – თქვენ ხართ ხელისუფლება!’’ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე


