spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ხელისუფლებამ არ გაბედოს და არ სცადოს კიდევ პოლარიზაციის...

“ხელისუფლებამ არ გაბედოს და არ სცადოს კიდევ პოლარიზაციის შემოტანა ამ დაწყანრებულ საზოგადოებაში” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოში ჩატარებულ საპროტესტო აქციებს და ხელისუფლების გადაწყვეტილებას უკან გამოიხმოს პარლამენტში “ხალხის ძალის” მიერ ინიცირებული კანონპროექტი, აშშ-დან ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი:

მოგესალმებით და პირველ რიგში, მინდა, მთელ საზოგადოებას მივულოცო ეს პირველი ასეთი გამარჯვება.

მივესალმები ხელისუფლების მიერ მიღებულ სწორ გადაწყვეტილებას, რომ გამოეწვია ეს კანონი. ეს მისგან არის გადაწყვეტილება, რომ გაითვალისწინოს ხალხის რეალური ძალა, ის ერთიანობა, რაც გამოჩნდა თბილისის ქუჩებში, თუ ჩვენ ვართ დემოკრატიული ქვეყანა, არ შეიძლება, რომ მთავრობამ და პარლამეტმა არ გაითვალისწინოს ხალხის ხმა და ხალხის ნება. ეს ხალხის ნება არაჩვეულებრივად გამოჩნდა, გამოჩნდა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საზღვარგარეთაც. ყველა ჩვენმა პარტნიორმა დაინახა საქართველოს ევროპული გზის მიმართ ეს არაჩვეულებრივი განწყობა და ნამდვილად ხალხის ნება.

ეს იყო ამავდროულად, პირველი ნიშანი დეპოლარიზაციისა, რამეთუ ამ ერთი მიზნის ირგვლივ ყველა იყო გაერთიანებული და საზოგადოების ეს გაერთიანება ძალიან კარგად გამოჩნდა, ეს გაერთიანება არ არის ერთი დღით. მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ეს გაერთიანება გამოიხატება ნებისმიერ ეტაპზე, ჩვენი ევროპისკენ მიმავალ გზაზე. მე უკვე გითხარით, რომ ამ გზაზე თქვენ გვერდით ვარ!

ნუ გეშინიათ! ამ გზაზე ხელისუფლების მიმართ არის და გასაგებია რატომაც, უნდობლობა. ნუ გეშინიათ რას იზამენ, რომელ კანონს შემოიტანენ თუ გაიტანენ, ნებისმიერ კანონს (და ეს მე სულ ადრე მქონდა ნათქვამი), რომელიც არ იქნება თანხვედრაში ჩვენს ევროპულ გზასთან, ნებისმიერ კანონს დავადებ ვეტოს და ეს ვეტო უკვე აღარაა ცარიელი ვეტო, რადგანაც ამ ვეტოს უკან დგახართ თქვენ, და მე ვარ თქვენი იმედით, თქვენ თუ ხართ ჩემი იმედით, მე ნამდვილად მაქვს თქვენი იმედი! მეამაყება საქართველოს ახალგაზრდობა და არა მხოლოდ ახალგაზრდობა. მეამაყება ყველა ის ადამიანი, რომელიც გამოვიდა, თავისი ნება და თავისი ევროპულობა გამოხატა.

ეს არაა პირველად საქართველოს ისტორიაში და ეს არის ის, რითაც მოვდივართ და რატომაც ვართ აქ, სადაც ვართ და მივაღწიეთ ამდენს. მე აქ ვარ ამერიკაში და მექნება კიდევ მნიშვნელოვანი შეხვედრები და არა მხოლოდ აქ, რადგან დღეს საჭიროა გავამაგროთ ჩვენი პოზიციები და ამ პოზიციების გამაგრებაში თქვენ მიერ გადადგმული ნაბიჯები ძალიან მნიშვნელოვანია – ეს უნდა გავაჟღერო და მივიტანო ყველგან, ყველა ჩვენს პარტნიორთან, რომ გავაგებინოთ მათ, რომ ახლა მათი სტრატეგიული გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ უნდა იყოს, რადგან საქართველომ დაანახა სად დგას და რა უნდა და ამაში არავის არ შეიძლება ეჭვი შეეპაროს.

კიდევ ერთხელ, მეამაყებით! თქვენ გვაჩვენეთ დეპოლარიზაცია, ამით რეკომენდაციების პირველი ნაწილი შესრულებულია. ხელისუფლებამ არ გაბედოს და არ სცადოს კიდევ პოლარიზაციის შემოტანა ამ დაწყანრებულ საზოგადოებაში, რომელმაც იცის სად მიდის, საითკენ მიდის და როგორ უნდა წავიდეს!

მე ვარ და ვიქნები თქვენ გვერდით!“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციის შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო კულტურის მინისტრის თანამდებობა” – თინათინ რუხაძე

კულტურის სამინისტრომ, მინისტრ თინათინ რუხაძის განცხადება გაავრცელა თანამდებობის დათოვების...

“ნუ ბოდავთ, რა ქართული დიპლომატიის გამარჯვება, სადღაა ქართული დიპლომატია…” – გია ჯაფარიძე

კუნძული-სახელმწიფო ნაურუ წლების წინ ოკუპირებული ტერიტორიების აფხაზეთის და ცხინვალის...

“დარწმუნებული ვარ, მამუკა მდინარაძე იმ საქმეშიც ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც ყველა იმ უწყებაში, რომელსაც...

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, რეგიონების მიმართულების ხელმძღვანელი, დიმიტრი (დიტო)...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...

მიხეილ სააკაშვილი: “მე ვემზადები დიდი ცვლილებებისთვის, რომლებიც მოდის…”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური განაცხადი და კონკრეტული...

“შეგრძნებების სიძლიერე იმდენად დიდია, რომ აზრები თავისით მოდის გონებაში და მე მხოლოდ გადმოვცემ” –...

ახალგაზრდა მწერალი, თიკა სურმანიძე სააგენტო ,,პარალელთან” ინტერვიუში საუბრობს მისი...

“ვისაც ფორმის ფული არ ექნება და ვერ შეიძენს – სკოლაში არ შეუშვებენ?” – არჩილ...

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, კონკრეტული შეკითხვების თანხლებით, სერიოზულ პრობლემებზე ამახვილებს...