spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მთავარი საკითხი - ეს არის აქციებზე დაკავებული ადამიანების...

“მთავარი საკითხი – ეს არის აქციებზე დაკავებული ადამიანების დაუყოვნებლივ გამოშვება” – სერგო ჩიხლაძე

,,სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი სერგო ჩიხლაძე კომენტარს აკეთებს ,,ქართული ოცნებისა“ და ,,ხალხის ძალის“ ერთობლივ განცხადებაზე, სადაც საუბარია, რომ ,,უცხოური აგენტების შესახებ“ კანონი გაწვეულია. ოპოზიციონერი ლიდერი აღნიშნავს, რომ პროტესტი უნდა გაგრძელდეს, რადგან ხელისუფლების მხრიდან შეცვლილი გადაწყვეტილებები, უნდობლობას იწვევს:

,,მოქალაქეების, განსაკუთრებით ახალგაზრდების ერთსულოვნებას, შემართებას შედეგი ყოველთვის მოაქვს. რა თქმა უნდა, ეს არის ,,ქართული ოცნების“, რუსული რეჟიმის მხრიდან უკან დახევა.

რა თქმა უნდა, ასევე, რჩება უნდობლობა. იმიტომ, რომ ჩვენ არაერთხელ ვნახეთ შეთანხმებები, რომლებზეც ხელს აწერს ,,ქართული ოცნება“. გავიხსენოთ – 8 მარტის შეთახმება, ვნახეთ 19 აპრილის შეთანხმება, რომელიც შემდეგ გადახია ,,ქართულმა ოცნებამ“.

პროტესტი უნდა გაგრძელდეს პარლამენტშიც და ყველგან, სადაც პროტესტის სივრცე არსებობს!

არ დაგვავიწყდეს კანონი ერთია, მაგრამ კიდევ ერთი მთავარი საკითხი – ეს არის აქციებზე დაკავებული ადამიანების დაუყოვნებლივ გამოშვება“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

პაატა კვიჟინაძე: “დღეს ეროვნული ბანკი მყარად დგას ფეხზე”

„დღეს ეროვნული ბანკი მყარად დგას ფეხზე ყველა მიმართულებით, რაც...

“სულ ვფიქრობდი, ასე რამ გაამწარათ-მეთქი? ამ გაჭირვებულ ქვეყანაში ხალხის ასეთ დაცინვაზე რატომ წავიდნენ-მეთქი” –...

თანამდებობის პირების მაღალ ხელფასებთან დაკავშირებით კონკრეტულ შეფასებებს და მძიმე...

“რატომ არ მუშაობს საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების შერეული მოდელი საქართველოში?” – ანა კობახიძე

საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების არსებული წესის მიმართ კონკრეტულ პრეტენზიებს გამოთქვამს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“არანორმალურობის ფარგლებს გაცდა უკვე ყველაფერი… რბილად რომ ვთქვათ” – ეკა ხოფერია

ჟურნალისტი, აფხაზეთის განათლების, კულტურისა და სპორტის ყოფილი მინისტრი ეკა...

“პაატა ბურჭულაძეს ივანიშვილი კლავს, მაგრამ ვერაფრით გატეხა ეს საქართველოს საგანძური” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე მსოფლიო ბანის,...

“ნინო ნადირაძე ისე ათრიეს ქოცებმა პუტინზე ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო, ლამის ვეცე და დავიცვა😝”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის სახუმარო პოსტი სოციალურ...

“საბოლოოდ ყველა ამოლპებით იქ, სადაც თქვენი ადგილია, მოვა ეს დღეც” – დავით ქაცარავა

მთავრობის ვიცე-პრემიერის, მამუკა მდინარაძის მიერ ბრალდებულ მოძალადე სამართალდამცავების მიმართ...