spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩვენ საქმე რუსულ კანონთან კი არ გვაქვს, არამედ...

“ჩვენ საქმე რუსულ კანონთან კი არ გვაქვს, არამედ რუსულ ხელისუფლებასთან” – მამუკა ხაზარაძე

,,ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე კომენტარს აკეთებს ,,ქართული ოცნების“ მიერ ,,უცხოური გავლენის აგენტების რეესტრის“ კანონპროექტის გაწვევაზე. ოპოზიციონერი ლიდერი, ასევე საუბრობს პარტიის სამოქმედო გეგმაზე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით:

,,ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ ისინი გაიწვევენ კანონს. ეს, რა თქმა უნდა, არის გამარჯვება, მაგრამ ჩვენ მმართველი პარტიის არ გვჯერა! მე მგონი, საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის და უახლოესი ისტორიის განმავლობაში ბევრჯერ დავინახეთ, თუ როგორ მოატყუა ,,ქართულმა ოცნებამ“ ჩვენი საზოგადოება.

აქედან გამომდინარე, ეს ბრძოლა, წინააღმდეგობა გაგრძელდება ყველა ფრონტზე, სანამ ჩვენ არ დავინახავთ კონკრეტულად, იურიდიულად გაფორმებულ დოკუმენტს კანონის გამოწვევასთან დაკავშირებით. ჩვენი საპარლამენტო დეპუტაცია გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ საკანონმდებლო დონეზე ეს პროცესი მივიდეს ბოლომდე.

,,ლელო“ აგრძელებს რეგიონებში სიარულს და ხალხთან დისკუსიას, მოსახლეობისთვის ახსნა-განმარტებას, რომ ჩვენ საქმე რუსულ კანონთან კი არ გვაქვს, არამედ რუსულ ხელისუფლებასთან. ეს ნათლად ითქვა, ნათლად ჩამოიხსნეს ნიღაბი!

ჩვენ გავაგრძელებთ სოფელ-სოფელ სიარულს, რომ ადამიანებს ავუხსნათ, თუ რა საშიშროებასთან გვაქვს საქმე! თუ როგორ უნდა ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას, შეცვალოს ჩვენი ქვეყნის ისტორიული კურსი. – ამას არ დავუშვებთ!“ – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“დადგება დღე და კანონის წინაშე წარსდგებით უკლებლივ ყველა, ვინც პირველ რიგში საქართველოზე და შემდეგ...

სპეცრაზმის მხრიდან მასზე განხორციელებული ძალადობიდან 2-წლისთავზე მწვავე ემოციურ პოსტს...

პაატა კვიჟინაძე: “დღეს ეროვნული ბანკი მყარად დგას ფეხზე”

„დღეს ეროვნული ბანკი მყარად დგას ფეხზე ყველა მიმართულებით, რაც...

“მრავალნაირი დევნა მინახავს, მრავალნაირი სისასტიკე ხელისუფლებების მხრიდან, მაგრამ ეს ყველაფერი სისასტიკეცაა და სისასტიკის შარჟიც...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“არანორმალურობის ფარგლებს გაცდა უკვე ყველაფერი… რბილად რომ ვთქვათ” – ეკა ხოფერია

ჟურნალისტი, აფხაზეთის განათლების, კულტურისა და სპორტის ყოფილი მინისტრი ეკა...

“პაატა ბურჭულაძეს ივანიშვილი კლავს, მაგრამ ვერაფრით გატეხა ეს საქართველოს საგანძური” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე მსოფლიო ბანის,...

“ნინო ნადირაძე ისე ათრიეს ქოცებმა პუტინზე ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო, ლამის ვეცე და დავიცვა😝”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის სახუმარო პოსტი სოციალურ...

“დადგება დღე და კანონის წინაშე წარსდგებით უკლებლივ ყველა, ვინც პირველ რიგში საქართველოზე და შემდეგ...

სპეცრაზმის მხრიდან მასზე განხორციელებული ძალადობიდან 2-წლისთავზე მწვავე ემოციურ პოსტს...