spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიპაატა მანჯგალაძე: ვისი დაკვეთაა, რომ ორგანიზაციები, რომლებიც იბრძვიან...

პაატა მანჯგალაძე: ვისი დაკვეთაა, რომ ორგანიზაციები, რომლებიც იბრძვიან დემოკრატიისთვის, საქართველოს ევროპაში ინტეგრაციისთვის, გამოვაცხადოთ უცხოეთის აგენტებად?

რომ ამბობთ ამერიკულ კანონს ვიღებთო, ამერიკული კანონი იყო ნაცისტების წინააღმდეგ და ფიქრობთ, რომ იგივე საფრთხეს ქმნის საქართველოში დასავლეთის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები?“ – განაცხადა „რეფორმების ჯგუფის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ პლენარულ სხდომაზე.

მისი განცხადებით, პარტნიორების კომენტარების მიხედვით ეს კანონი უკან გადადგმული ნაბიჯია ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე, ის საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას და დემოკრატიას ქვეყანაში.

ამავეს გვეუბნებიან პატივცემული, გამოჩენილი ქართველი მეცნიერები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მთელი საერთაშორისო საზოგადოება, სხვადასხვა ინსტიტუცია – დაწყებული სახელმწიფო დეპარტამენტით, დამთავრებული გაეროთი, ევროკომისიით, ნატო-ს წარმომადგენლობით, 27 ქვეყნის ელჩი, ყველა ამბობს, რომ ეს, რასაც საქართველოს პარლამენტი აკეთებს და აპირებს რუსული კანონის მიღებას, არის რუსული საქმე.

რომ ამბობთ ამერიკულ კანონს ვიღებთო, ამერიკული კანონი იყო ნაცისტების წინააღმდეგ და თქვენ ამბობთ, რომ იგივე საფრთხეს ქმნის საქართველოში დასავლეთის დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები?

კანონი, რომელიც გავრცელდება დასავლელ პარტნიორებზე და არ გავრცელდება რუსებზე იმიტომ, რომ რუსეთი არალეგალურად აფინანსებს, ეს არის რუსული საქმე“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“თუ რაიმესგანაა დასაცავი ქართული ოჯახი, ეს ცალსახად ივანიშვილის ხელისუფლებაა” – ლევან სანიკიძე

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სანიკიძე ოჯახის სიწმინდის დაცვის...

“ეს ელისაშვილი, რაის ტერორისტია?!! რა სისულელეა, ტერორისტი არა იხვი, სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს!!”...

თაკო ჩარკვიანი ალეკო ელისაშვილის მიმართ ტერორიზმის მუხლით წაყენებულ ბრალს...

“რა მაინტერესებს, იცით? ზოგადად გინება იკრძალება თუ ქოცების გინება ხდება დასჯადი?” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, სამოქალაქო აქტივისტი დავით ქაცარავა მწვავე შეფასებებით...

“სულ ვფიქრობდი, ასე რამ გაამწარათ-მეთქი? ამ გაჭირვებულ ქვეყანაში ხალხის ასეთ დაცინვაზე რატომ წავიდნენ-მეთქი” –...

თანამდებობის პირების მაღალ ხელფასებთან დაკავშირებით კონკრეტულ შეფასებებს და მძიმე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ნინო ნადირაძე ისე ათრიეს ქოცებმა პუტინზე ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო, ლამის ვეცე და დავიცვა😝”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის სახუმარო პოსტი სოციალურ...

“პაატა ბურჭულაძეს ივანიშვილი კლავს, მაგრამ ვერაფრით გატეხა ეს საქართველოს საგანძური” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე მსოფლიო ბანის,...