კვირა, მაისი 11, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიადამიანის უფლებები"მე ვარ არჩეული სახალხო დამცველი და ყველა ჩემი...

“მე ვარ არჩეული სახალხო დამცველი და ყველა ჩემი ქმედება, განცხადება იქნება მიმართული ადამიანების უფლებებზე და ადამიანის უფლებების ზედამხედველობაზე” – ლევან იოსელიანი

სახალხო დამცველის თანამდებობაზე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ლევან იოსელიანი საპარლამენტო უმრავლესობისა და ცალკეული დეპუტატების მიერ იქნა არჩეული. ომბუდსმენის რანგში პირველ კომენტარში აცხადებს, რომ იქნება მიუკერძოებელი და ნეიტრალური:

,,პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო, პარლამენტის ყველა წევრს, რომელმაც მე გამომიცხადა ნდობა და რომელმაც ჩემს სასარგებლოდ მიაჭირა მხარდაჭერის ღილაკს ხელი.

მე, დღეს, როდესაც გამოვედი ამ დარბაზიდან, აღარ ვარ პოლიტიკოსი. მე ვარ არჩეული სახალხო დამცველი და ყველა ჩემი ქმედება, განცხადება – ეს იქნება მიმართული ადამიანების უფლებებზე, ადამიანების უფლებების ზედამხედველობაზე.

რაც მთავარია, რაზეც უამრავი კითხვა იქნა დასმული, ვიქნები თუ არა ნეიტრალური და მიუკერძოებელი? – სწორედ ჩემი საქმიანობის მომავალი ექვსი წელი იქნება დამტკიცება იმის, რომ მე ვიქნები მიუკერძოებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური ნებისმიერი პოლიტიკური პრეფერენციის მიმართ.

ეს არის, რაც მინდოდა მეთქვა. ამაზე მეტს – მე უკვე ვისაუბრებ მას შემდეგ, რაც შევუდგები ჩემ საქმიანობას”, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მეგობარი აქტი” არის პასუხი მოძალადე რეჟიმის ქმედებებზე. ამერიკამ მხარი დაუჭირა ქართველ ხალხს და არა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე ეხმიანება აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის...

თბილისის მერია ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს ფინანსურად დაეხმარება – კახა კალაძის განმარტებები

თბილისის მერია ამუშავებს დახმარების პაკეტს, რომლითაც სადგურის მოედანთან არსებულ...

“ჩემს საქმიანობას იკვლევს წულუკიანის “კომისია”, ხოლო ქოცების საქმიანობას 🇺🇸 ამერიკის კონგრესის მთელი შემადგენლობა” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ერთგვარ შეფასება-შედარებას ახდენს მისი...

“აი ხომ გგონია, რომ ოკუპაცია ამ ღობესთან მთავრდება?…” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 9-13 მაისის პერიოდისთვის

2 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი...

“ირაკლი კობახიძეს ვეტყოდი – ნუ იჭაჭები ტელევიზიის მიღმა, პოლიციელებს ზურგს უკან ამოფარებული და იმ...

,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით,...