spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ყველა ჩვენი მეგობარი ძალიან დელიკატურად გვირჩევს, რომ დღეს...

“ყველა ჩვენი მეგობარი ძალიან დელიკატურად გვირჩევს, რომ დღეს საქართველოში ამ კანონის მიღების საჭიროება არ არის” – ამირან გამყრელიძე

,,დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის” ყოფილი დირექტორი, ამირან გამყრელიძე ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს ,,ქართული ოცნებიდან” ე.წ. განდგომილი დეპუტატების მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე. გამყრელიძის შეფასებით, საქართველოს პარლამენტის უმრავლესობა არ დაუშვებს, რომ მიღებილ იქნას ,,უცხოური გავლენის აგენტების რეესტის” შექმნა, რადგან ეს კანონი ეწინააღმდეგება ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის ინტერესებს:

,,მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს კანონი ვერ გავა პარლამენტში. დარწმუნებული ვარ, საქართველოს პარლამენტი არ მიიღებს ამ კანონპროექტს იმიტომ, რომ ეს ეწინააღმდეგება ჩვენს სწრაფვას და ისტორიულ სურვილს, რომ რაც შეიძლება მალე გავხდეთ ევროატლანტიკური სივრცის წევრი. მხედველობაში მაქვს, შევიდეთ ევროკავშირში და საქართველოს NATO-ს ფარი ჰქონდეს.

ეს კანონი საფუძველშივე ეწინააღმდეგება ამ ჩვენს სწრაფვას. ამიტომ არ შეიძლება, ვერ დავიჯერებ იმას, რომ პარლამენტი წავიდეს საქართველოს მოსახლეობის სურვილის წინააღმდეგ. რამეთუ საქართველოს მოსახლეობის 85%-ს სხვადასხვა შეფასებით და რეფერენდუმით უნდა, რომ ჩვენ ვიყოთ ევროკავშირის და ევროატლანტიკური სივრცის წევრი.

მე მესმის, რომ ეს ინიცირებულია გარკვეული ჯგუფის მიერ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ პარლამენტართა უმრავლესობა არ მიიღებს. მითუმეტეს, ჩვენი ყველა მეგობარი, მხედველობაში მაქვს ევროკავშირი, სადაც ჩვენ გვინდა შესვლა, რაც შეიძლება მალე, წელს უნდა მივიღოთ კანდიდატის სტატუსი და ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. ყველა ჩვენი მეგობარი ძალიან დელიკატურად გვირჩევს, რომ დღეს საქართველოში ამ კანონის მიღების საჭიროება არ არის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ხელისუფლება იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, რომ სულ უფრო მეტად ცდილობს არა მხოლოდ ქმედებების, არამედ აზრის...

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა მმართველი გუნდის პროპაგანდის ოთხ ძირითად საყრდენზე...

5 აგვისტოს გაიმართება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მორიგი, XIII ყრილობა – პარტიის განცხადება-ანონსი

"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" პარიის ყრილობის თარიღი დაასახელა: საზოგადოების მაღალი ინტერესიდან...

“ორი რამის მრცხვენოდა და მტანჯავდა ყველაზე მეტად სამყაროში…” – გიორგი კეკელიძე

ბავშვობისდროინდელი 2 ფაქტის შესახებ წერს სოციალურ ქსელში ქართველი პოეტი,...

“სერიოზული გამოწვევაა ის, თუ როგორ იბრძვიან ჩვენი სარწმუნოების, ეკლესიის, წარმატებული ადამიანების წინააღმდეგ” – კახა...

„საინტერესო ინიციატივაა, რაზეც გუნდში ვიმსჯელებთ და შესაბამის გადაწყვეტილებას გავაჟღერებთ“,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

მიხეილ სააკაშვილი: “მე ვემზადები დიდი ცვლილებებისთვის, რომლებიც მოდის…”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური განაცხადი და კონკრეტული...

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...

“შეგრძნებების სიძლიერე იმდენად დიდია, რომ აზრები თავისით მოდის გონებაში და მე მხოლოდ გადმოვცემ” –...

ახალგაზრდა მწერალი, თიკა სურმანიძე სააგენტო ,,პარალელთან” ინტერვიუში საუბრობს მისი...

“ვისაც ფორმის ფული არ ექნება და ვერ შეიძენს – სკოლაში არ შეუშვებენ?” – არჩილ...

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, კონკრეტული შეკითხვების თანხლებით, სერიოზულ პრობლემებზე ამახვილებს...