spot_img
მთავარიარჩევნებიინფორმაცია საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა შესარჩევი კონკურსის შესახებ

ინფორმაცია საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა შესარჩევი კონკურსის შესახებ

29 აპრილს გასამართი შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისათვის საუბნო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების მიზნით, საოლქო საარჩევნო კომისიებში საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირებისა და წევრების შესარჩევი კონკურსი მიმდინარეობს. როგორც დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) გამართულ ბრიფინგზე ცესკოს პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა, ათივე საოლქო საარჩევნო კომისიამ საერთო ჯამში უნდა აირჩიოს საუბნო საარჩევნო კომისიების 1 312 წევრი, მათ შორის 492 ხელმძღვანელი პირი.

საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ გამოცხადებულ კონკურსებში კანდიდატთა რეგისტრაცია დღეს დაიწყო და 9 მარტს დასრულდება. საკონკურსო დოკუმენტაციის შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში წარდგენა შესაძლებელია როგორც მატერიალური სახით, ასევე, სპეციალური ელექტრონული პლატფორმის საშუალებით – konkursi.cec.gov.ge.

საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, მათ ვინც აკმაყოფილებს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, საქართველოს არჩევნების ისტორიაში უმნიშვნელოვანესი რეფორმის განხორციელების საწყის ეტაპზევე ჩაერთონ პროცესში, დროულად გაიარონ შესაბამისი სარეგისტრაციო პროცედურები და საარჩევნო ადმინისტრაციასთან ერთად ხელი შეუწყონ საარჩევნო პროცესის დემოკრატიულად წარმართვას.

კონკურსის პირობების, ვადებისა და არჩევის წესის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე, ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ საოლქო საარჩევნო კომისიებს, ასევე კონტაქტ-ჰაბს ტელეფონის ნომერზე – 2 51 00 51.

მივმართავთ საოლქო საარჩევნო კომისიებს, საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების და წევრების არჩევის პროცესი წარმართონ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის ახალი მოთხოვნებისა და კრიტერიუმების შესაბამისად და ხელი შეუწყონ შესარჩევი კონკურსის გამჭვირვალობის მაღალი ხარისხით წარმართვას“, – განაცხადა ნათია იოსელიანმა.

ინფორმაციას ცესკოს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ივანიშვილის კრიმინალურმა სინდიკატმა ფეხზე დაიკიდა ტურიზმი და მთელია აქცენტი გააკეთა რუსების და სხვა უცხოელებისთვის...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ტურიზმის სექტორში შექმნილ სიტუაციას...

“ეგ ყოფილა ობლის ხვედრი, მუდმივად სხვების მომავალს შეხიდებული ველით საკუთარ წარმატებას” – ეკა ხერხეულიძე

12 აპრილს უმნიშვნელოვანესი არჩევნებია უნგრეთში, სადაც ბევრი რამ წყდება...

“რას ნიშნავდა ორბანის უნგრეთი ივანიშვილის გუნდისთვის და რას კარგავენ ქოცები ცვლილებების შემდეგ?” – ანა...

“სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილი...

“სამწუხაროდ, დღეს მთლიანად მთელი რადიკალური ოპოზიცია გარედან ხართ მართული” – ლევან მაჭავარიანი

„სამწუხაროდ, დღეს მთლიანად მთელი რადიკალური ოპოზიცია გარედან ხართ მართული“,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...

18-20 აპრილის ამინდის პროგნოზი – საქართველოში ცვალებადი ამინდებია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია 18-20 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის...

“არაფერი ქოცებისთვის კარგი არ ხდება სინამდვილეში” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ პარტიაში მიმდინარე...