spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მე წილად მხვდა გამორჩეული პატივი, ხელი მომეწერა დოკუმენტზე,...

“მე წილად მხვდა გამორჩეული პატივი, ხელი მომეწერა დოკუმენტზე, რომელიც ქართველთა მრავალი თაობის ოცნებას, ჩვენი ხალხის მრავალსაუკუნოვან მისწრაფებას განასახიერებს” – ირაკლი ღარიბაშვილი

დღეს ერთი წელი შესრულდა საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე ოფიციალური განაცხადის გაკეთების ისტორიული დღიდან. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს მთავრობის მეთაური, ირაკლი ღარიბაშვილი:

2022 წლის 3 მარტს მე წილად მხვდა გამორჩეული პატივი, ხელი მომეწერა დოკუმენტზე, რომელიც ქართველთა მრავალი თაობის ოცნებას, ჩვენი ხალხის მრავალსაუკუნოვან მისწრაფებას განასახიერებს.

ამ დღეს ჩვენი ისტორიის ახალი ფურცელი გადაიშალა; სულ მალე ევროკავშირის საბჭოს მიერ საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარებამ კიდევ უფრო მეტად მიგვაახლოვა თავისუფალ ერთა ევროპული ოჯახის წევრობას.

განვლილ ერთ წელში ჩვენ კიდევ უფრო გავააქტიურეთ ძალისხმევა იმ მიზნის მისაღწევად, რომელიც მთელ ჩვენს ისტორიას და, ბუნებრივია, ჩვენი ხელისუფლების საქმიანობას განსაზღვრავს; გადავდგით ყველა ნაბიჯი ევროპული ცხოვრების წესთან და სტანდარტებთან, ინსტიტუციონალურ მოწყობასთან და კანონმდებლობასთან დასაახლოებლად, ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად.

ამ პროცესში მუდამ ვგრძნობთ ჩვენი ხალხის მხარდაჭერას, რაც ყველაზე ძლიერი სტიმულია მთავრობის, მთლიანად ჩვენი პოლიტიკური გუნდის ყოველდღიური საქმიანობისთვის.
მადლიერი ვართ ჩვენი ევროპელი მეგობრების, პარტნიორი ქვეყნების მთავრობებისა და ხალხის, ვინც ჩვენს გვერდით დგას ამ მიზნის რეალობად ქცევის გზაზე.

ევროკავშირის გაფართოება დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია, და სწორედ ეს გვაძლევს ყველაზე მეტ იმედს. მთელი თავისი ისტორიით, კულტურით, ღირებულებებით ევროპული ქვეყანა, დასავლური ცივილიზაციის ორგანული ნაწილი და მისი დიდი კულტურის თანაშემოქმედი, საქართველო საკუთარი დღევანდელობით, მასშტაბური რეფორმებით, განვითარების ტემპებითა და ხარისხითაც უდავოდ იმსახურებს სამართლიან აღიარებას. ღრმად მწამს, რომ ისტორიული პროცესი, რომელმაც ერთი წლის წინ შეუქცევადი ხასიათი მიიღო, მალე დაგვირგვინდება საქართველოს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობით,” – აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“არანორმალურობის ფარგლებს გაცდა უკვე ყველაფერი… რბილად რომ ვთქვათ” – ეკა ხოფერია

ჟურნალისტი, აფხაზეთის განათლების, კულტურისა და სპორტის ყოფილი მინისტრი ეკა...

“აღმოჩნდა, რომ ევროპარლამენტს მედიისთვის საქართველოს პარლამენტზე გაცილებით მკაცრი ქცევის წესები და სანქციები ჰქონია. ვიფიქრებთ...

შალვა პაპუაშვილი 3-პუნქტიანი შეფასება-განმარტებებით ეხმაურება ევროკავშირის მიერ ტელეკომპანია “იმედისთვის”...

“რა სიკრეტინეშია ქვეყანა, იმედია ახსნა არ სჭირდება” – ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი, არტთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ცენტრ “კამარა”-ს დამფუძნებელი ნათია ფანჯიკიძე ჟურნალისტის,...

“არა, ქოცს სირცხვილის გრძნობა არ აქვს” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მწვავე, მძიმე ემოციური შეფასებები, ქვეყანაში შექმნილ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ნინო ნადირაძე ისე ათრიეს ქოცებმა პუტინზე ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო, ლამის ვეცე და დავიცვა😝”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის სახუმარო პოსტი სოციალურ...

“პაატა ბურჭულაძეს ივანიშვილი კლავს, მაგრამ ვერაფრით გატეხა ეს საქართველოს საგანძური” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე მსოფლიო ბანის,...

“ბიძინა ივანიშვილისთვის კი თითოეული მათგანი არის არავინ…” – არჩილ გამზარდია

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილთან (და სხვებთან) დაკავშირებით...