spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიანა წითლიძე: "ქართული ოცნების" დეპუტატები ცდილობენ, რომ მაქსიმალური...

ანა წითლიძე: “ქართული ოცნების” დეპუტატები ცდილობენ, რომ მაქსიმალური კომფორტი შეიქმნან პარლამენტში

პარლამენტში ჟურნალისტის საქმიანობასთან დაკავშირებით განსაზღვრული ახალი რეგულაციის მიხედვით, რომელიც ძალაში დღეს შევიდა, საპარლამენტო მედიას კონკრეტული შეზღუდვები დაუწესდა. აღნიშნულთან დაკავშირებით კრიტიკულ შეფასებას აკეთებს პარლამენტის ფრაქციის ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ წევრი, ანა წითლიძე:

,,ამას აქვს ერთად-ერთი მიზანი, რომ შეზღუდოს თავისუფალი სიტყვა, ამ ქვეყანაში. იმ ფონზე, როდესაც ,,მთავარი არხის“ მედია მენეჯერი ჰყავთ დაკავებული გაუგონარი და წარმოუდგენელი ბრალდებით, ციხეში ჰყავთ გამოკეტილი; მაშინ, როდესაც თავისუფალ სიტყვას ამ ქვეყანაში ებრძვიან და ყველა ოპოზიციური არხი ფაქტობრივად არის დევნის ქვეშ – ეს ახალი რეგულაციები პარლამენტში, ჩემთვის ნამდვილად არ არის გასაკვირი.

,,ქართული ოცნების“ დეპუტატები ცდილობენ, რომ მაქსიმალური კომფორტი შეიქმნან, აქ პარლამენტში. მათთვის პრობლემა არის ნებისმიერი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტი, რომელიც დღეს კრიტიკულ კითხვას დაუსვამს“, – განაცხადა ანა წითლიძემ.

 

ინფორმაციისთვის – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების თანახმად განისაზღვრა ჟურნალისტის მოვალეობები. კერძოდ მუხლი 15, პინქტი 2-ის თანახმად:

აკრედიტებული ჟურნალისტი ვალდებულია:
ა) ხელი არ შეუშალოს საქართველოს პარლამენტში მიმდინარე ღონისძიების
მსვლელობას;
ბ) საქართველოს პარლამენტის წევრის ან აპარატის თანამშრომლის წინასწარი
ნებართვის გარეშე არ გადაიღოს მისი სამუშაო ოთახი;
გ) საქართველოს პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში
სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში შეწყვიტოს
ინტერვიუ;
დ) საქართველოს პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში
სტუმრად მყოფი პირის თანხმობის გარეშე არ გადაიღოს მისი დოკუმენტი, მისი
ტელეფონის ან სხვა ელექტრონული მოწყობილობის ეკრანი ისე, რომ მასზე არსებული
ინფორმაციის ან გამოსახულების აღქმა შესაძლებელი იყოს;
ე) არ დაუშვას მისი მხრიდან საქართველოს პარლამენტში მყოფი პირისადმი
უხამსი, სექსისტური, დისკრიმინაციული მიმართვა ან მოქმედება;
ვ) დაემორჩილოს დაცვის თანამშრომლისა და აპარატის მანდატურის სამსახურის
მანდატურის კანონიერ მითითებებს.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“უნგრეთის არჩევნების გაკვეთილები და ქართული რეალობა – მსგავსებები და განსხვავებები” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკური...

უნგრეთში ბოლო საპარლამენტო არჩევნებში, 16-წლიანი მმართველობის შემდეგ, ვიქტორ ორბანის...

“მოუწევს კობახიძეს ისევ თემურ ლენგის მარშრუტებზე დაბრუნება” – შოთა უტიაშვილი

"ქართული ოცნების" მოკავშირე უნგრეთის ლიდერის, ვიქტორ ორბანის პარტიის მარცხს,...

“ყველგან, სადაც არჩევნები ტარდება, ხალხი უარს ამბობს მონობაზე” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უნგრეთში შემდგარ არჩევნებს ეხმიანება,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“დიქტატურას ამარცხებს ძლიერი სახალხო ლიდერი და ერთ მუშტად შეკრული ხალხი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დასკვნები გამოაქვს 12...

“გამოდით, შეხვდით, მონახეთ გამოსავალი! ბავშვებს მიეცით წამალი!” – თეონა ჭალიძე მმართველი გუნდის ქალ დეპუტატებს...

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების უმძიმეს...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...