spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მიხეილ სააკაშვილისთვის ტარდება ყველა ის საჭირო კვლევა, რაც...

“მიხეილ სააკაშვილისთვის ტარდება ყველა ის საჭირო კვლევა, რაც მას ესაჭიროება” – ზურაბ ჩხაიძე

სამედიცინო ცენტრ ,,ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ და საქართველოს მე-3 პრეზიდენტის მკურნალმა ექიმებში საგანგებო ბრიფინგი გამართეს, სადაც განიხილეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარება:

,,მე შემიძლია ვთქვა, რომ კლინიკა პაციენტის შემოსვლის პირველივე დღიდანვე, აკეთებს თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმს. მკურნალობის თანამედროვე მეთოდებია შეთავაზებული, რაც აპრობირებულია/დამტკიცებულია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, ასევე ევროპული თუ ამერიკული გაიდლაინების შესაბამისი მკურნალობა. პაციენტისთვის ტარდება ყველა ის საჭირო კვლევა, რაც მას ესაჭიროება – ეს იქნება ლაბორატორიული თუ მაღალტექნოლოგიური კვლევები.

მოგეხსენებათ, სამკურნალო პროცესი შედგება 2 მთავარი კომპონენტისგან: ერთი – პაციენტის მხარე, მეორე – სამედიცინო მხარე, პერსონალი. მე თამამად შემიძლია გითხრათ თქვენ, ყველა ჩვენი ექიმის სახელით, კლინიკის სახელით, რომ ჩვენი ექიმები თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმს აკეთებენ, მაგრამ არის მეორე მხარი – უნდა იყოს თანხვედრა იმ მიზნების, რომელიც გააჩნია სამედიცინო მხარეს და იგივე მიზანი უნდა ჰქონდეს პაციენტსაც.

ჩვენი მიზანი ნამდვილად არის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება – გაუმჯობესდეს სასიცოცხლო ფუნქციები, ფიზიოლოგიური პარამეტრები, სხვა მაჩვენებლები. ეს, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად დამოკიდებული არის, თუ რას ვაღწევთ ჩვენ, პაციენტზეც. მე ამას ვამბობ იმიტომ, რომ ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება – თუ რატომ ხდება ამდენი ხნის განმავლობაში, რატომ არის ასეთი შედეგი, რაც გვაქვს დღევანდელი დღისთვის?!

შემიძლია გაგახსენოთ და თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ თავის ფეხით შემოვიდა პაციენტი, ახლა მას მართალია უჭირს გადაადგილება. როგორც გითხარით არის ორი მხარე სამკურნალო პროცესში – საექიმო და პაციენტის მხარე.

ჩვენი მხარის მიზანი არის, რომ ჩვენი შესაძლებლობის მაქსიმუმი იყოს გამოყენებული მისი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, მაგრამ ეს თანხვედრაში უნდა იყოს პაციენტის მიზანთან“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“არანორმალურობის ფარგლებს გაცდა უკვე ყველაფერი… რბილად რომ ვთქვათ” – ეკა ხოფერია

ჟურნალისტი, აფხაზეთის განათლების, კულტურისა და სპორტის ყოფილი მინისტრი ეკა...

რომან გოცირიძე: “ხალხი ისევ მოატყუეს!”

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი...

“არა, ქოცს სირცხვილის გრძნობა არ აქვს” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მწვავე, მძიმე ემოციური შეფასებები, ქვეყანაში შექმნილ...

“სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას საზოგადოებრივი სივრცე დესტრუქციული და ხელოვნურად გაღრმავებული პოლარიზაციისგან” – მამუკა მდინარაძე

18 მაისს, მთავრობის ადმინისტრაციაში, სახელმწიფო მინისტრმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ნინო ნადირაძე ისე ათრიეს ქოცებმა პუტინზე ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო, ლამის ვეცე და დავიცვა😝”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის სახუმარო პოსტი სოციალურ...

“პაატა ბურჭულაძეს ივანიშვილი კლავს, მაგრამ ვერაფრით გატეხა ეს საქართველოს საგანძური” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე მსოფლიო ბანის,...