კვირა, მაისი 11, 2025
18.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"თითქოს არის 2 გზა, როგორც ზღაპრებში - ერთ...

“თითქოს არის 2 გზა, როგორც ზღაპრებში – ერთ გზაზე წახვალ დაიღუპები, მეორეზე – გადარჩები, ეს არის ცრუ დილემა!” – შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი პოლიტიკურ შეფასებას აკეთებს ევროპარლამენტარ, ვიოლა ფონ კრამონის განცხადებაზე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ დღის წესრიგში არ დგას არჩევანი სააკაშვილსა და ევროკავშირს შორის:

,,თითქოს არსებობდეს არჩევანი სააკაშვილსა და ევროკავშირს შორის. ასეთი არჩევანი – არ არსებობს. უნდათ ქართველი ხალხი დააყენონ ცრუ არჩევანის წინაშე, თითქოს არის 2 გზა, როგორც ზღაპრებში – ერთ გზაზე წახვალ დაიღუპები, მეორე გზაზე – გადარჩები.

ეს არის ცრუ დილემა, ზღაპრებში რომელიც გვხვდება. სწორედ ეს არის მთელი ცინიზმი ასეთი დილემებისა. მისი მიზანი არის არაკეთილსინდისიერი. ეს მიზანი ვიცით – მიხეილ სააკაშვილის დახსნა სასჯელისგან.

ის თავისუფლად გადაადგილდებოდა სხვადასხვა ქვეყანაში და როდესაც სისხლის სამართლის დამნაშავეს აძლევ ლეგიტიმაციას, ასე ვთქვათ, სალონურ შეხვედრებზე, კონფერენციებზე, სემინარებზე თუ სხვა ასეთ ღონისძიებებზე მიწვევით, ეს თავისთავად არ არის ევროპული ქცევა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ინფორმაციისთვის: ევროდეპუტატმა ვიოლა ფონ კრამონმა კრიტიკული განცხადება გააკეთა საქართველოს ხელისუფლების მიმართ. მის შეფასებით, ქართველი ხალხის ინტერესი არ არის საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ციხეში სიკვდილი, ხოლო თუ საქართველოს სურს ევროკავშირში გაწევრიანება და კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, ისე უნდა მოიქცეს, როგორც ევროპას შეეფერება.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ივანიშვილს ძალიან შეზღუდული აქვს იმ ადამიანების წრე, რომლებსაც შეუძლია ენდოს ქვეყნის ღალატის საკითხში” –...

“ამ მოღალატეთა ჯგუფის თავმჯდომარედ კობახიძის არჩევა მოსალოდნელიც იყო. ივანიშვილს...

“მეგობარი აქტის” მიღება არის ძალიან მკაცრი გაფრთხილება ივანიშვილისთვის” – თინა ბოკუჩავა

“მეგობარი აქტის მიღება არის ძალიან მკაცრი გაფრთხილება ივანიშვილისთვის -...

“ყოველთვის ვიყავი მისი გულშემატკივარი და ეს იმ დროიდან, როცა ჯერ არავინ იცოდა და იცნობდა”...

ირაკლი კობახიძის არჩევას "ქართული ოცნების" თავმჯდომარედ, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

“იმედი მაქვს, ევროპა დადგება თავის ადგილზე და დაბრუნდება იმ სამართლებრივ ჩარჩოებში, რაც მისი შექმნის...

თბილისის მერი კახა კალაძე იმედოვნებს, რომ ევროკავშირი დაუბრუნდება იმ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ირაკლი კობახიძეს ვეტყოდი – ნუ იჭაჭები ტელევიზიის მიღმა, პოლიციელებს ზურგს უკან ამოფარებული და იმ...

,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით,...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...