კვირა, მაისი 5, 2024

ირაკლი კობახიძე: “ხვიჩა კვარაცხელიას ვულოცავ დაბადების დღეს!”

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით, პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე დაბადების დღეს ულოცავს საამაყო ქართველ ფეხბურთელს, ხვიჩა კვარაცხელიას:

ხვიჩა კვარაცხელიას ვულოცავ დაბადების დღეს!

უფროსი თაობისგან გვსმენოდა, როგორ ელოდა მთელი საქართველო კვირიდან კვირამდე მიშა მესხის თამაშს, თამაშის დროს კი, მესხის მიერ ბურთის თითოეულ მიღებას, რადგან ყველამ იცოდა, რომ მას მოედანზე მარცხენა ფლანგიდან ყოველთვის რაღაც განსაკუთრებულის, გამორჩეული საფეხბურთო სილამაზის შექმნა შეეძლო.

დღეს ეს განცდა, რომელიც ჩვენმა თაობამ მხოლოდ გადმოცემით იცოდა, ხვიჩა კვარაცხელიამ მთელი სიმძაფრით გაგვიცოცხლა და გვაჩუქა.

ხვიჩა საქართველოს და ქართულ ფეხბურთს სახელს უთქვამს მსოფლიო მასშტაბით და ამას ის განსაკუთრებული პატრიოტიზმით, საკუთარი ქვეყნის გამორჩეული სიყვარულით აკეთებს.

ხვიჩას ვუსურვებ უდიდეს წარმატებებს, რომლებსაც ის იმსახურებს როგორც გამორჩეული ფეხბურთელი და ასეთივე გამორჩეული ადამიანი!” – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ირაკლი კობახიძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული