spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებივახო სანაია: "იმის შესახებ, როგორ ცდილობს "ქართული ოცნება"...

ვახო სანაია: “იმის შესახებ, როგორ ცდილობს “ქართული ოცნება” ხალხის მოტყუებას”

ჟურნალისტი ვახო სანაია ევროკომისიის ანგარიშს და მასზე მმართველი პარტიის შეფასებებს ეხმაურება, კონკრეტულ განმარტებებით:

გამოქვეყნდა ევროკომისიის ანგარიში.

ახლა იმის შესახებ, როგორ ცდილობს ,,ქართული ოცნება” ხალხის მოტყუებას.

ეს ანგარიში ეხება, ასე ვთქვათ, ტექნიკურ მხარეს.

მარტივად ავხსნი.

მაგალითად, გაქვთ სასამართლოს შენობა, რომელიც აკმაყოფილებს გარკვეულ დონეს, მაგრამ შიგნით არა გაქვთ სამართლიანობა.

გეუბნებიან, შენობა ნორმალურია – ამ ნაწილში გიწერთ დადებით შეფასებას, მაგრამ მთავარი არაა მაგ შენობაში – სამართლიანობა, მიუკერძოებლობა და კანონის უზენაესობა. ამიტომ თუ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი გინდათ, ამ საქმეს მხოლოდ შენობა, ინფრასტრუქტურა და ტექნიკური გამართულობა არ ეყოფა, ის 12 პუნქტი უნდა შეასრულოთ, რაც შარშან ჩამოგიწერეთ.

ვართ თუ არა მოლდოვასა და უკრაინაზე წინ ? ტექნიკურ ნაწილში – კი. იმიტომ, რომ მანამდე გვაქვს ეტაპები გავლილი და შესაბამისად გამოგვადგა, მაგრამ ძირითად საკითხებში ჩამოვრჩებით – ამიტომ დაგვიწერეს ის თორმეტი პუნქტი შესასრულებლად, მოლდოვასა და უკრაინას კი პირდაპირ მიანიჭეს სტატუსი – ამ ორი ქვეყნის არჩევანი ევროპელებისთვის მკაფიოა, საქართველოს პოზიცია კი მათთვის უკიდურესად ბუნდოვანია. უკრაინამ გახსნა ეს შესაძლებლობა მოლდოვისა და საქართველოსთვის, ივანიშვილმა კი სწორედ უკრაინა გამოაცხადა მტრად, დასავლეთი – აგრესორად, ქვეყნის შიგნით კი მიწასთან გაასწორა დემოკრატია.

მთავარია, რა შინაარსის მატარებელია შენობა, რომელშიც სასამართლოა განთავსებული; მთავარია სამართლიანი გადაწყვეტილებები, თორემ შენობას როგორმე გავარემონტებთ; მთავარია საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია.

ასე რომ, კანდიდატის სტატუსის ბედი დამოკიდებულია იმ 12 პუნქტზე, რომლის შესრულება ხელისუფლებას ცოცხალი თავით არ სურს, მაგრამ ჩვენ, მოქალაქეებმა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს სტატუსი წელს მაინც მოვიპოვოთ“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ვახო სანაია.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ვისაც იმის შნო არ აქვს, პოლიტიკაში თავისი ტ*აკით მოვიდეს და ეს ოპოზიცია ჩააჩოჩოს, ხელისუფლებას...

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი, პოლიტიკაში ახალი სახეების შემოსვლის ერთგვარ "წინაპირობას",...

გოჩა მირცხულავა: “პოლიტიკაში არ ვერევი ნიშნავს…”

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მოსაზრება საზოგადოებაში გავრცელებულ პოზიციაზე "პოლიტიკაში არ...

“15 კატეგორიის პროდუქტზე ჩვენ მომხმარებელს ყოველდღიურად ექნება საუკეთესო ფასი” – შოთა ბერეკაშვილი

ე.წ. "ფასების კომისიის" თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი სავაჭრო სექტორში 15...

“სავარაუდოდ, მოსკოვმა შეიძლება დარტყმა მიაყენოს ევროპაში, მისი აზრით, უკრაინისათვის დრონების დამამზადებელ საწარმოებს…” – შალვა...

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარის, შალვა ნათელაშვილის კონკრეტული ვერსია და მოლოდინი,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ნინო ნადირაძე ისე ათრიეს ქოცებმა პუტინზე ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო, ლამის ვეცე და დავიცვა😝”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის სახუმარო პოსტი სოციალურ...

“პაატა ბურჭულაძეს ივანიშვილი კლავს, მაგრამ ვერაფრით გატეხა ეს საქართველოს საგანძური” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე მსოფლიო ბანის,...

“ბიძინა ივანიშვილისთვის კი თითოეული მათგანი არის არავინ…” – არჩილ გამზარდია

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილთან (და სხვებთან) დაკავშირებით...