თბილისის საქალაქო სასამართლოში კლინიკა “ვივამედის” გენერალური დირექტორის ნინო ნადირაძის მიერ მიცემულ ჩვენებებს ეხმაურება “ეთნიკურ და კონფესიურ ურთიერთობათა ცენტრის” ხელმძღვანელი, ლელა ჯეჯელავა:
“უსამართლო სასამართლო გამიგია, მკაცრიც, არაკვალიფიციურიც, მაგრამ ასე გაპაპსავებული და უღირსები, როგორადაც ამ ქალის მდაბიო შოუმ გადააქცია დღეს, ჩემი წარმოდგენების მიღმა იყო აშკარად.
ალბათ ამ “შოუ ვუმენსაც” ჰყავს ფანები. არა, ისე მოვკვდები, ქოცური ესთეტიკის არსს მე ვერ ჩავწვდები…
მოწმე ნადირაძის დაკითხვის შემდეგ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ ახალი ვერაფერი გავიგე, მაგრამ ბევრი რამ გავიგე ექიმ ნადირაძის კარიერული “წარმატების” საიდუმლოზე, არადა საერთოდ არ მაინტერესებდა. მე თემა ამოვწურე…“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ლელა ჯეჯელავა.