პარტია ,,გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ცალკეულ ფაქტებზე ამახვილებს ყურადღებას და (არა)რიტორიკული შეკითხვით მიმართავს კონკრეტულ პირებს:
“ვისაც არც გახსოვთ და არც გადარდებთ რომ:
- ღარიბაშვილის ნათესავებმა, ჯანყარაშვილებმა და სხვებმა, მილიონები შეჭამეს, ბიძინამ ეს აღიარა მაგრამ აპატია;
- თვითონ ღარიბაშვილს 300,000 (რაც თეთრად ჩანს) უშემოსავლო “მამამ აჩუქა”, ხოლო ათეულობით ათას დოლარიანი საათები ზეციური მანანასავით დაეცა თავზე;
- ფარცხალაძეს ავსტრიაში უჭირდა და ბოტასებს იპარავდა, თორემ საქართველოში ისეთი მარტივია ბიზნესის კეთება რომ უცებ იშოვა მილიონები;
- იგივე ფარცხალაძემ პატიმარი ღამით უკანონოდ გაიყვანა და აკაჩავა, ხოლო სიბერეში გამოალტინფოებულმა სუბარმა ყველა სათვალთვალო კამერის ჩანაწერი წააშლევინა;
- იგივე ფარცხალაძემ დათო ყიფიანის შვილი, სპორტის მინისტრი, სარდაფში ჩაიყვანა, სცემა და ისე დააშინა რომ ის კაცი გაქრა;
- იგივე ფარცხალაძემ აუდიტის სამსახურის უფროსს საჯაროდ სცემა, რის მერეც ის ადამიანი ქვეყნიდან გაიქცა;
- ბერამ, სოც ქსელში შეურაცხყოფისთვის, მამის დაცვის უფროსს აკაჩავებინა არასრულწლოვნები და საკუთარ მონასთან (დღეს რომ პრემიერის როლზეა) საუბრის ჩანაწერი რომ გაუბაზრდა, დაადასტურა, კიო, ვქენიო, ეგრეა სწორი ძმაოო;
- ორი სრულიად უდანაშაულო ადამიანი ფაქტობრივად სამშობლოს ღალატში დაადანაშაულეს და არჩევნებში მეტი ხმების მიღების მიზნით, ციხეში ჩასვეს;
- ყველას უსმენენ და უთვალთვალებენ, მათ შორის თავისიანებსაც, პირადი ხასიათის ჩანაწერებით მართავენ საკუთარ “გუნდს”, არჩევნებს და ქვეყანას, და ეს იცის ყველამ;
- გადასკდნენ იმდენი ფული იშოვეს, ვეღარ ეტევიან კანში, აღარ იციან რა იყიდონ, რა ჭამონ, რა დალიონ, რა ჩაიცვან, სად იმოგზაურონ და რითი იმარიაჟონ;
- და ა.შ. და ა.შ. და ა.შ. და ა.შ. უსასრულოდ…
და “კანონის უზენაესობა ძმაო” მარტო სააკაშვილზე გახსენდებათ თქვენი დედებს შევე*ი“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.