spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"საქართველო არის 41-ე ადგილზე - ძალიან ბევრ ევროპულ...

“საქართველო არის 41-ე ადგილზე – ძალიან ბევრ ევროპულ ქვეყანას, ევროკავშირისა და NATO-ს წევრ ქვეყანას უსწრებს” – გიორგი ვოლსკი “კორუფციის აღქმის ინდექსის” მონაცემებზე

,,კორუფციის აღქმის ინდექსის“ მიხედვით, საქართველოს მაჩვენებლი წინა წელთან შედარებით შეიცვალა, რომლის მიხედვითაც ქვეყანა რეიტინგში 56 ქულით 41-ე ადგილს იკავებს და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ,,საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გავრცელებულ შეფასებებზე კრიტიკულ კომენტარს აკეთებს პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი:

,,საქართველო არის მოწინავე ადგილზე. საქართველო არის 41-ე ადგილზე. ძალიან ბევრ ევროპულ ქვეყანას, ევროკავშირისა და NATO-ს წევრ ქვეყანას უსწრებს ამ მაჩვენებლით – რეგიონში არის პირველ ადგილზე.

როდესაც ცდილობ, რომ ეს სურათი შეიცვალოს იმ განცხადებებით, რომელსაც არანაირი საფუძველი არ აქვს, რასაკვირველია, ეს მტრობას ნიშნავს, ცოტა მეტსაც. მტრობის გარდა ეს უტიფრობაა.

აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, ის, რაც გიგაურმა გამოაქვეყნა ვთქვათ, ეს არის მცდელობა იმისა, რომ რეალური სურათი გადაფაროს. ზოგიერთი ტერმინია გამოყენებული, მაგრამ ეს ტერმინები ვერანაირად ვერ ფარავს იმ მოცემულობას, რაც გაგვაჩნია რეალობაში“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ინფორმაციისთვის: ორგანიზაცია ,,საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ 2022 წლის ,,კორუფციის აღქმის ინდექსის“ მიხედვით, საქართველოს წინა წელთან შედარებით 1 ქულით მეტი აქვს – წინა წელს ჩვენს ქვეყანას 55 ქულა ჰქონდა:

„კორუფციის აღქმის ინდექსში“ ქვეყნის შედეგის ერთი ქულით ცვლილება სტატისტიკურად უმნიშვნელოდ ითვლება. საქართველოს შემთხვევაში ქულა 2012 წლის შემდეგ მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესებულა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ქვეყანას კორუფციის წინააღმდეგ ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგამს.

რეიტინგში საქართველოს შედეგი, ძირითადად, განპირობებულია წვრილმანი მექრთამეობის დაბალი დონით, თუმცა, ამავდროულად კვლავაც გამოწვევად რჩება ელიტური კორუფცია და მის წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკური ნების არარსებობა”, – წერია განცხადებაში.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“კარგით რა მართლა და მართლა! ძაან მწყინს ამ ბიჭს ასე რომ ექცევით!” – ნინო...

მამუკა მდინარაძესთან მიმართებით მორიგ სამთავრობო საკადრო გადაწყვეტილებას, სოციალურ ქსელში,...

“ვინც ეგუება საკუთარი ძირითადი ადამიანის უფლებებისა და მომავლის დანგრევას, არ უნდა გლოვობდეს არც ერთი...

ბიზნესმენი ფადი ასლი, სოციალურ ქსელში კონკრეტული მინიშნებებით, რიყის დოქების...

“სერიოზული გამოწვევაა ის, თუ როგორ იბრძვიან ჩვენი სარწმუნოების, ეკლესიის, წარმატებული ადამიანების წინააღმდეგ” – კახა...

„საინტერესო ინიციატივაა, რაზეც გუნდში ვიმსჯელებთ და შესაბამის გადაწყვეტილებას გავაჟღერებთ“,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“ვისაც ფორმის ფული არ ექნება და ვერ შეიძენს – სკოლაში არ შეუშვებენ?” – არჩილ...

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, კონკრეტული შეკითხვების თანხლებით, სერიოზულ პრობლემებზე ამახვილებს...

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...

“ცუდი ამბავი რუსებისთვის და კარგი ჩვენთვის…” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი, უკრაინაში სამხედრო სფეროში განხორციელებულ კონკრეტულ საკადრო გადაწყვეტილებას,...