შაბათი, ივნისი 28, 2025
20.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"რაც შეეხება პაციენტის მდგომარეობას - ანალიზების, ლაბორატიული მონაცემების...

“რაც შეეხება პაციენტის მდგომარეობას – ანალიზების, ლაბორატიული მონაცემების კუთხით, არის გაუმჯობესება” – ზურაბ ჩხაიძე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

კლინიკა ,,ვივამედის“ კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს საქართველოს მე-3 პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. მისი განცხადებით, განმეორებით ჩატარებულმა პისიარ ტესტმა კოვიდ ინფექციასთან მიმართებაში უარყოფითი პასუხი აჩვენა. იგი, ასევე, საუბრობს მიხეილ სააკაშვილის მიერ გონების კარგვის ეპიზოდზე:

,,რაც შეეხება პაციენტის მდგომარეობას, მოგახსენებთ. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ გუშინ გავიმეორეთ ,,პისიარ’’ ტესტი და მივიღეთ უარყოფითი პასუხი. კოვიდ ინფექციასთან დაკავშირებით, უკვე ,,პირისარ’’ ტესტი არის უარყოფითი. გუშინ გადამოწმდა სხვადასხვა ლაბორატორიული ანალიზები. უნდა ითქვას, რომ ანალიზების ლაბორატიული მონაცემების კუთხით, არის გაუმჯობესება.

წუხანდელ შემთხვევასთან დაკავშირებით [მიხეილ სააკაშვილის გონების დაკარგვაზე] ვესაუბრეთ ჩვენ საბადრაგო სამსახურს, პერსონალურ ექთანს, რომელიც იმყოფება იქვე. მათ მიერ გონების კარგვა უშუალოდ ნანახი არ ყოფილა. პაციენტის გადმოცემით – მან წამიერად დაკარგა წონასწორობა და ადგილი ჰქონდა დაცემას, როგორც თვითონ ამბობს. ექთნის მიერ ნანახი იქნა უკვე უშუალოდ საწოლში და მან განუცხადა ის, რაც მოხდა, როდესაც ის შევიდა ტუალეტში.

არანაირი დაზიანებები არ აღენიშნება, როგორც თვითონ ამბობს – არც ტკივილს უჩივის, არც თავის დარტყმა არ ყოფილა, უბრალოდ ზურგით მოხდა კედელთან შეხება. ასეთი ყოფილა.

რაც შეეხება პარენტერალურ კვებას, მე მინდა კიდევ ერთხელ განვაცხადო – პაციენტი უარს აცხადებს ინფუზიურ თერაპიაზე, პარენტერალურ კვებაზე“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

გიორგი ვაშაძე: “მხოლოდ ერთიანობით შევძლებთ გამარჯვებას!”

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში დიდ...

“ქალების და თითქმის ბავშვების პატიმრობაც ჯერ აპეტაიზერადაა ჩამორიგებული” – ნათია ფანჯიკიძე

ამ ბოლო პერიოდში დაპატიმრებების სერიას, ასევე, პედაგოგ ნინო დათაშვილისთვის...

“თავისუფლება არ იკარგება ხელბორკილით, ის ქრება დუმილითა და დანებებით” – პაატა მანჯგალაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე საზოგადოებას  ერთგვარი "ხმამაღალი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე რომ დღეს მერი ვარ, მთელი ცხოვრება მერი უნდა ვიყო?” – კახა კალაძე

თბილისის მერი, კახა კალაძე ეხმიანება გენერალური პროკურორის გენერალურ აუდიტორად...

“ამ ქოცებში, თუნდაც მის “განათლებულ” ნაწილში, ნუთუ ერთი ღირსეული, თუ არა ადეკვატური არსება არ...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრების...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“შემოერთება – ეს წუთები რუსთაველზე ყველაზე ამაღელვებელია” – კობა ხაბაზი

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, კობა ხაბაზი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციებს...