ორშაბათი, მარტი 17, 2025
27.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ამ არჩევნებით "ნაციონალურმა მოძრაობამ" დაამტკიცა, რომ მისი დამარცხება,...

“ამ არჩევნებით “ნაციონალურმა მოძრაობამ” დაამტკიცა, რომ მისი დამარცხება, ბრძოლის ველიდან გაყვანა – უბრალოდ შეუძლებელია!” – ლევან ხაბეიშვილი

,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ პარტიის თავმჯდომარის არჩევნები დასრულდა. არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით, სპეციალურ ბრიფინგზე, ისაუბრა ახალმა თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა. შეფასებები გააკეთეს აგრეთვე ყოფილმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ და არჩევნებში მონაწილე კანდიდატებმა გიორგი მუმლაძემ და ნონა მამულაშვილმა:

,,ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა. ეს პრაქტიკულად არის ძალიან ემოციური გადაწყვეტილება იმიტომ, რომ ძალიან დიდმა ნაწილმა ცვლილებებს დაუჭირა მხარი.

მე შემიძლია შემდეგი ვთქვა, რომ ლევან ხაბეიშვილს ვუსურვებ წარმატებას. ახლა საჭიროა მეტი საქმე ლაპარაკის ნაცვლად. ეს იქნება მთავარი.

ამ პარტიისთვის მთავარი ამოცანა არის, რომ მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისთვის იბრძოლოს და ყველაფერი გავაკეთოთ ერთად.

მე საჯაროდ გაცხადებული პოზიცია მქონდა ყოველთვის, რომ ნებისმიერი ადამიანი, ვინც საქმით დაამტკიცებს, რომ რეალურად ემსახურება და არის მიშას თავისუფლების კამპანიაში აქტიურად ჩართული ან ბრძოლობს რეჟიმის წინააღმდეგ, ბუნებრივია, მასთან ჩემი თანამშრომლობა იქნება გარანტირებული. ეს არ ეხება მხოლოდ ,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, ნებისმიერი ოპოზიციური პარტია, რომელიც აქტიურობს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, მე მასთან ვითამაშრომლებ სიამოვნებით“, – განაცხადა გიორგი მუმლაძემ.

 

,,მე მიმაჩნია, რომ ამ არჩევნებში ძნელია ვინმეს ან გამარჯვებული უწოდო, ან დამარცხებული გამომდინარე იქიდან, რა მდგომარეობაშიც იმყოფება ჩვენი სახელმწიფო; ქვეყანს ჰყავს პოლიტიკური პატიმრები – მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია; ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებში, სამწუხაროდ, ძალიან მყარად იცვლება რუსეთის ორბიტისკენ – სწორედ ამ ფაქტორებს ვგულისხმობ.

მე დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში ჩვენ ყველანი ერთად გავიმარჯვებთ. ქართული საზოგადოება, სახელმწიფო გაიმარჯებს! მისი მომავალი იქნება ნათელი! დარწმუნებული ვარ, ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი ემიგრანტი დაბრუნდება!

არჩვენები შედგა. არჩვენებს ჰყავს თავისი კონკრეტული გამარჯვებული. მე მას ვულოცავ ამ შედეგს. ვულოცავ კონკრეტულად ლევან ხაბეიშვილს. ვუსურვებ მას ძალიან მნიშვნელოვანს ჩემთვის, რასთან დაკავშირებითაც მე და ათასობით ადამიანი უკანასკნელი თვეების განმავლობაში საჯაროდ ვსაუბრობდით, ვუსურვებ პარტია ემართოს ღირსებითა და სიმართლით. მე ვიმედოვნებ, რომ ის ამას მოახერხებს“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

 

,,ვულოცავ ლევანს გამარჯვებას!

დიდი მადლობა ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო არჩევნებში და დიდი მადლობა მათ, ვინც მე დამიჭირა მხარი. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ არჩევნების შედეგები არ მაძლევს იმედის საფუძველს, რომ დაიწყება ისეთი პროცესი, რაც დღეს ჩვენს ქვეყანას სჭირდება. სამწუხაროდ, ეს ჯერ კიდევ წინასაარჩევნო გარემომ აჩვენა…

ლევანს ბევრ წარმატებას ვუსურვებ, პრობლემა ახლა ის არ არის. პრობლემა ისაა, რომ დიდ სურათში – ფულმა და არაფორმალურმა გავლენებმა გაიმარჯვა პოლიტიკაზე. მინდა მჯეროდეს, რომ ის შედეგი არ დადგება, რაც როგორც წესი, ასეთ შემთხვევებში დგება ხოლმე” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნონა მამულაშვილი.

 

,,ამ არჩევნებით ,,ნაციონალურმა მოძრაობამ” დაამტკიცა, რომ მისი დამარცხება, ბრძოლის ველიდან გაყვანა – უბრალოდ შეუძლებელია; რომ ის არის არა ერთი რიგითი პარტია, არამედ დიდი ერთობა ჩვენი დაუღალავი ხალხისა, რომლებსაც სწყურია გამარჯვება ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ დავუმტკიცეთ ყველას, მტერსაც და მოყვარესაც, ყველას ქვეყნის შიგნით და გარეთ, რომ ერთგულები ვართ იმ ღირებულებების, რომელიც სათავეში ედო ,,ნაციონალური მოძრაობის“ დაფუძნებას.

დემოკრატია ჩვენთვის სიტყვის მასალა არ არის. ,,ნაციონალური მოძრაობა“ არის ერთადერთი პარტია საქართველოში, რომელიც საქმით ამტკიცებს დემოკრატიული, დასავლური ფასეულობების ერთგულებას. ეს, არჩევნები ამის ნათელი და პირდაპირი გამოვლინებაა.

ჩვენ არ ვაპირებთ, ცხადია, ზეიმს. დღეიდან იწყება პროცესი, რომელიც ჩვენს ქვეყანას გაიყვანს სამშვიდობოს, როგორც ეს მიშამ და მისმა თანამებრძოლებმა გააკეთეს 2003 წელს“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“იგივე ლოგიკით, ვიღაცას შეუძლია, რომ დაგვაბრალოს აქციის მონაწილეების ცემა და ეს ისეთივე ნონსენსი იქნება,...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტი, ანდრო ჭიჭინაძე სასამართლო სხდომაზე მოსამართლეს...

მიხეილ სააკაშვილი: “ვერ დაგვაშინებენ! ძალა ერთობაშია!”

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება ე.წ. ,,პიჯაკების საქმეზე”...

“იხილება საქმე, რომელიც არის რეალურად იმ რუსული ჰიბრიდული ომის ნაწილი, რომელმაც 2012 წელს საქართველოს...

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, 10 მარტს კლინიკა "ვივამედიდან"...

“აი, ეს სიცოცხლის ზეიმი ბავშვები რომ ციხეში გამოკეტეთ, იმიტომ არის თქვენი სიცოცხლის ფასი კაპიკი,...

საპროტესტო აქციებზე დაპატიმრებულთა სასამართლო პროცესზე ერთერთმა, დარბაზში მყოფ თავის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“პრეზიდენტ სააკაშვილის პატიმრობა განპირობებულია იმით, რომ მან არ დათმო ქართული სახელმწიფოებრიობა” – თინა ბოკუჩავა

,,ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა ჟურნალისტებთან კომენტარს...

პაატა მანჯგალაძე: “პასიური კოორდინაცია არაფერს შეცვლის – მხოლოდ საერთო მოქმედება მოიტანს ცვლილებას და გამარჯვებას!”

პროდასავლური პოლიტიკური პარტიების ერთიანობისა და აქტიური პოლიტიკური ბრძოლის მნიშვნელობაზე...

“მთავარი ნარკორეალიზატორი ქვეყანაში არის “ქართული ოცნება”, ეს არ უნდა დაგვავიწყდეს” – პაატა მანჯგალაძე

პარლამენტში ანტინარკოტიკული კანონმდებლობის განხილვები იწყება. აღნიშნულთან დაკავშირებით პოლიტიკურ შეფასებებს...