ოთხშაბათი, მაისი 14, 2025
13.2 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"სამხარაულის ორღობის ექსპერტიზამ, როგორ უნდა შეაფასოს ამდენი საერთაშორისო...

“სამხარაულის ორღობის ექსპერტიზამ, როგორ უნდა შეაფასოს ამდენი საერთაშორისო ექსპერტის დასკვნა – ამას ვნახავთ!” – მარიამ ჯიშკარიანი

წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ ,,ემპათიას“ დირექტორი, მარიამ ჯიშკარიანი საპასუხო კომენტარს აკეთებს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებაზე, სადაც საუბარია, რომ ცენტრ ,,ემპათიის“ მიერ გამოტანილი დიაგნოზები არ არის სარწმუნო და უტყუარი. მარიამ ჯიშკარიანის განმარტებით, ნონსენსია პაციენტის ჯანმრთელობის შეფასება ინდივიდუალური შემოწმების გარეშე:

,,ჩვენი დასკვნა გასაჯაროვდება, დაიდება, სამხარაულის დასკვნაც დაიდება. სამხარაულის ორღობის ექსპერტიზამ, როგორ უნდა შეაფასოს ამდენი საერთაშორისო ექსპერტის დასკვნა – ამას, რა თქმა უნდა, ვნახავთ და სტრასბურგიც იხილავს.

მოახდინეს დასკვნის შეფასება. ასეთი ექსპერტიზა არ ჩატარებულა ჯერ, მინდა გითხრათ. იურიდიული საფუძვლებიც ძალიან საეჭვოა. გასტროენტეროლოგია და ნევროლოგია არის იგივე დიაგნოზები, რაც კლინიკა ,,ვივამედშია“ დასმული.

შესაბამისად, უნდა ვნახოთ მაშინ ე.ი. უარყო სამხარაულმა ,,ვივამედის“ დიაგნოზები.

რა თქმა უნდა, ფსიქიატრიაში პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება მისი ინდივიდუალური შემოწმების გარეშე – ეს ნონსენსად მიმაჩნია“, – განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ხელისუფლება უზურპირებული აქვს რუსეთის მეხუთე კოლონას” – გიორგი ბარამიძე

“რუსული რეჟიმის ერთ-ერთი დანაყოფი სუს-ი, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს ქართველი...

კახა კალაძე “მეგობარ აქტზე”: ის შინაარსობრივად დაფუძნებულია სიცრუეზე

თბილისის მერის განცხადებით, საქართველოსთან დაკავშირებით წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული...

“ივანიშვილი-კობახიძის წერილი არის ღია დეკლარაცია, რომ მათ უნდათ საქართველო დატოვონ მარტო და დაუცველი” –...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ეეჰ, მიშა… რამდენ უმადურობას და უბადრუკობას უძლებდი და უძლებ…” – ქეთევან ენუქიძე

არასამთავრობო ორგანიზაცია "შეაჩერე კორუფციის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ფილოლოგი ქეთევან ენუქიძე სოციალურ...