პარასკევი, ივლისი 11, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიარჩევნებიკანდიდატების შერჩევისას ცესკოს წევრები მხოლოდ მშრალი ბიოგრაფიულ მონაცემებზე...

კანდიდატების შერჩევისას ცესკოს წევრები მხოლოდ მშრალი ბიოგრაფიულ მონაცემებზე დაყრდნობით აკეთებენ არჩევანს – ანა კობახიძე

“ახალი საქართველოს” პოლიტსაბჭოს წევრი, საარჩევნო და სამართლებრივი საკითხების მიმართულების ხელმძღვანელი ანა კობახიძე, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ჩატარებულ კონკურსებთან დაკავშირებით არსებულ ხარვეზებსა და პრობლემებზე საუბრობს სააგენტო „პარალელის“ ანალიტიკოსთან, ალექსი ნონიაძესთან:

– ჩვენი ინფორმაციით ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რამდენიმე ოლქში გამოაცხადა კონკურსი კომისიის წევრების ასარჩევად. რა გახდა კონკურსის გამოცხადების მიზეზი?

დიახ, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გამოცხადებული ჰქონდა რამოდენიმე ოლქში საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის ასარჩევად კონკურსი, კერძოდ: კრწანისის, თელავის, მარნეულის, წყალტუბოს ოზურგეთისა და ლიახვის ოლქებში. აქედან კრწანისის ოლქში კანდიდატთა რაოდენობა იყო სამი ადამიანი, თელავში – ერთი, მარნეულში – ორი, წყალტუბოში – ხუთი, ოზურგეთში – ორი და ლიახვში – ოთხი. აღნიშნული ოლქებიდან წევრები ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მხოლოდ 4 ოლქში მოახერხა, ხოლო თელავში და წყალტუბოში კონკურსი თავიდან გამოცხადდა.

კრწანისის ოლქის წევრად აირჩიეს ხონის ოლქის თავმჯდომარე, რომელსაც უფლებამოსილების ვადა ჯერ არ ჰქონდა ამოწურული, რაც გვაფიქრებინებს კადრების  გადანაცვლებაზე.

– კონკურსის ჩატარების პროცესში რა იწვევს თქვენში ყველაზე მეტ კითხვას?

საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის შერჩევის პროცესი ნამდვილად ტოვებს კითხვის ნიშნებს, რადგან, ღია კონკურსის  წესები კვლავ არ ითვალისწინებს გასაუბრების კომპონენტს. კანდიდატების შერჩევისას ცესკოს წევრები მხოლოდ მშრალი ბიოგრაფიულ მონაცემებზე დაყრდნობით აკეთებენ არჩევანს.  კენჭისყრაზე  გამოტანილი კანდიდატების არჩევის თუ ჩაგდების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ერთხმად თავმდჯომარის, მოადგილის, ,,ქართული ოცნების“, მასთან აფილირებული პარტიის წევრების და ე.წ ნეიტრალური წევრების მიერ, რაც გვაფიქრებინებს რომ გადაწყვეტილება ნაკარნახევია და წინასწარ იციან ვინ უნდა აირჩიონ და ვისი კანდიდატურა უნდა ჩააგდონ კომისიის წევრებმა.

– თქვენი აზრით როგორ შეიძლება კონკურსის ჩატარების პროცესი უფრო გამჭვირვალე გავხადოთ მომავალში?

წლებია არასამთავრობო ორგანიზაციები თუ პოლიტიკური პარტიები, მოვითხოვთ წევრების შერჩევის პროცესს დაემატოს გასაუბრება, სადაც კანდიდატი პირისპირ შეხვდება კომისის წევრებს სხდომაზე, თუმცა უშედეგოდ.

საარჩევნო პერიოდში ცენტრალური საარჩევნო კომისია ირჩევს დროებით 1 წევრს  ოლქში და ასეთ შემთვევაში ვადებში შეზღუდულია კომისია, თუმცა აქაც ვფიქრობ სურვილის შემთხვევაში მაინც შესაძლებელია გასაუბრების ჩატარება, ამის მაგალითი იყო 2018 წლის არჩევნები სადაც კომისიის ერთ-ერთმა წევრმა როგორ მოახერხა შეხვედროდა კანდიდატებს და მათგან მოესმინა მათი გამოცდილების თუ მოტივაციის შესახებ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“წულუკიანის თავყრილობამ აღიარა, რომ 1 მილიონი კვ.მ ტერიტორია დაკარგეს მათი მმართველობის დროს” – გიორგი...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში, მწვავე...

“ყველაფერი უნდა ვიღონოთ ამ პროვინციული და თავისმომჭრელი დიქტატურის დასასრულებლად” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მწვავე შეფასებებს აკეთებს მმართველ...

“ჩვენ ვერ ვიქნებით მხოლოდ გეოპოლიტიკის იმედზე… შეტევა და მხოლოდ შეტევა!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ ცვლილებებსა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“იგივე ხელისუფლება არ გიჭერთ და პოლიტიკურად არ გდევნით, რომელმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი დაატყვევა?!” –...

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის ყოფილი...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“ნანუკასთან წააგეთ – ერთი რომ ბინძურად და ბინძური ადამიანებით ითამაშეთ, მეორეც – მეორე მხარეს...

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელის, ჟურნალისტის, საავტორო გადაცემის წამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის...

“ჩვენ ვერ ვიქნებით მხოლოდ გეოპოლიტიკის იმედზე… შეტევა და მხოლოდ შეტევა!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ ცვლილებებსა...