ორშაბათი, მარტი 17, 2025
10.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"გეკითხებით, როგორ უნდა იმყოფინოს პროფესიონალმა სამხედრომ აღნიშნული ხელფასი...

“გეკითხებით, როგორ უნდა იმყოფინოს პროფესიონალმა სამხედრომ აღნიშნული ხელფასი ნორმალურ პირობებში ცხოვრებისთვის?” – ლაშა დიაროვი

“სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ლაშა დიაროვი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით ქართველი ჯარისკაცების მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულებაზე საუბრობს და ყურადღებას ამახვილებს ფინანსურ მხარდაჭერაზე, ხელფასების დინამიკაზე 2012 წლიდან დღემდე:

მეგობრებო, ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მინდა მოგაწოდოთ ჩვენი გმირი ჯარისკაცების შესახებ:

2012 წელს ჯარისკაცის ხელფასი დაახლოებით იყო 750 ლარი ხელზე, ხოლო 2022 წელს – 935 ლარი ხელზე. ასევე, 2012 წელს სამხედრო სამსახურის უმცროსი ოფიცრების ხელფასი დაახლოებით იყო 1100 ლარი ხელზე, ხოლო 2022 წელს – 1320 ლარი ხელზე.

რამდენიმე დღის წინ, ირაკლი ღარიბაშვილმა დაასპონსორა საკუთარი პოსტი, სადაც სიამაყით აცხადებდა, რომ თურმე ჯარისკაცის ხელფასი 20 პროცენტით გაიზრდება. ხელფასის მომატება კარგია, თუმცა ერთ დეტალს მინდა მივაპყრო თქვენი ყურადღება.

2012 წელს საქართველოს ბიუჯეტი იყო დაახლოებით 8 მილიარდი ლარი, 2022 წელს კი, ქვეყანაში არსებული კატასტროფული ინფლაციის გამო, დაახლოებით 20 მილიარდი ლარი გახდა. ამასთან, 2012 წელს პური თუ ღირდა 60-70 თეთრი, ახლა ღირს 1.5 ლარი. 2012 წელს ბენზინი თუ ღირდა 1.8 ლარი, ახლა ღირს 3.5 ლარი. ადამიანის არსებობისთვის აუცილებელი პროდუქტებისა და წამლების ფასები გასამმაგებულია. შესაბამისად, 2012 წელთან შედარებით ახლა ადამიანს საარსებოდ სამჯერ მეტი თანხა ესაჭიროება.

ამ დროს კი, როგორც ვხედავთ ჯარისკაცისა და სამხედრო ოფიცრების ხელფასები მიზერულად არის გაზრდილი.

მე მაქვს ერთ მარტივი შეკითხვა, ბიუჯეტის სამჯერ ზრდის პირობებში, რატომ არ გაიზარდა სამხედრო პირების ხელფასები შესაბამისად სამჯერ? რატომ არ გაიზარდა ზოგადად ხელფასები, პენსიები და სოციალური დახმარებები სამჯერ?

პასუხი მარტივია, ბიუჯეტიდან თანხები მიდის ისეთ პროექტებში, საიდანაც ფულის „მოტეხვა“ მარტივია, ანუ რეალურად ბიუჯეტის ფული მიდის კორუფციაში. ხელფასები კი ფასებთან მიმართებაში არაადეკვატურად მცირე რჩება.

გეკითხებით, როგორ უნდა იმყოფინოს პროფესიონალმა სამხედრომ ზემოთ აღნიშნული ხელფასი ნორმალურ პირობებში ცხოვრებისთვის?

აქვე მსურს გაგიზიაროთ ინფორმაცია, იმის შესახებ, თუ როგორ აფასებენ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები თავიანთ სამხედროებს. ჯარისკაცის ხელფასი ლატვიაში მერყეობს 855 – 1359 ევროს ფარგლებში, რანგისა და სტაჟის მიხედვით. პოლონეთში კი – 891-2095 ევროს ფარგლებში.

სამხედრო ოფიცრის ხელფასი ლიეტუვაში 1298 – 4,325 ევროს ფარგლებში მერყეობს, ხოლო ესტონეთში კი – 1783 – 5040 ევროს ფარგლებში, წოდებისა და სტაჟის მიხედვით.

ამ ყველაფრის ფონზე კი ქართული ოცნების მილიონერი ჩინოვნიკები ბედავენ და უკრაინაში მებრძოლ გმირებს ადანაშაულებენ იქ ფინანსური ინტერესის გამო წასვლაში, რაც აბსურდი და ტყუილია. არ გაბედოს არცერთმა კოლაბორაციონისტმა ქოცმა ჩვენი გმირების ხსენება! არ აქვთ მათ მორალური უფლება ისაუბრონ იმ ბიჭების შესახებ, რომლებიც ფრონტის ხაზზე საქართველოს ინტერესებს იცავენ.

კიდევ ერთხელ ვუდასტურებ ჩემ დიდ პატივისცემას ქართველ სამხედროებს.

დიდება საქართველოს! დიდება უკრაინას!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ლასა დიაროვი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“თქვენი პროპაგანდა თოვლში ჩაფლულ მანქანას ჰგავს – რაც უფრო აწვებით, მით უფრო ეფლობით. იცოდეთ,...

“სტრატეგია აღმაშენებლის” და “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა...

“ქართული ოცნება” თქვენი წყალობით, ბოლო რამდენიმე წელში ნარკომომხმარებელთა რიცხვი უსაშველოდ გაიზარდა! – ელისო კილაძე

ნარკომანიის პრობლემასთან, ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" მიერ გაცხადებულ გეგმებს,...

“რუსული რევანშიდან 13 წლის თავზე, რუსქოცებმა სიმბოლური 9 წელი მიუსაჯეს სააკაშვილს 9 მილიონი ლარის(!)...

,,ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის” დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“პრეზიდენტ სააკაშვილის პატიმრობა განპირობებულია იმით, რომ მან არ დათმო ქართული სახელმწიფოებრიობა” – თინა ბოკუჩავა

,,ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა ჟურნალისტებთან კომენტარს...

“მთავარი ნარკორეალიზატორი ქვეყანაში არის “ქართული ოცნება”, ეს არ უნდა დაგვავიწყდეს” – პაატა მანჯგალაძე

პარლამენტში ანტინარკოტიკული კანონმდებლობის განხილვები იწყება. აღნიშნულთან დაკავშირებით პოლიტიკურ შეფასებებს...

“თავისუფლების ხარისხის ყველაზე ნათელი მაჩვენებელია, რამდენად შეძლებ უახლესი ისტორიის სწორ ანალიზს” – ბეჟან ჯავახია

ქართველი ისტორიკოსი, საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი,...

“იგივეს იზამენ, თუ საქართველო რუსეთის ნაწილი გახდა! სულ ფეხებზე არ ჰკიდიათ ქართველების გენოფინდი?!” –...

სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის (რონდელის ფონდის) მკვლევარი,...